სპორტი
ოლისეს ჰეთ-თრიკი — საფრანგეთმა საქართველოს ერთა ლიგის მეტოქეს 3:1 მოუგო
საფრანგეთმა სახლში ამხანაგური მატჩი ჩრდილოეთ ირლანდიასთან 3:1 მოიგო. სამივე გოლი გაიტანა მასპინძელი გუნდის შემტევმა მაიკლ ოლისემ — ჰეთ-თრიკი შეასრულა.
საფრანგეთი — ჩრდილოეთ ირლანდია 3:1
გოლები: 1:0 ოლისე (43’), 2:0 ოლისე (49’), 2:1 კელი (64’), 3:1 ოლისე (74’)
საფრანგეთი შემდეგ მატჩს მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩაატარებს — 16 ივნისს პირველ ტურში სენეგალს დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ: ჩრდილოეთ ირლანდია UEFA-ს ერთა ლიგაში საქართველოს ნაკრების ჯგუფის მეტოქეა.