← მთავარი
საზოგადოება

საბურთალოზე კლდის ჩამოშლის გამო მშენებლობა შეჩერდა, კომპანია 30 000 ლარით დაჯარიმდა

14 მაისი, 2026 · წყარო: on.ge
საბურთალოზე კლდის ჩამოშლის გამო მშენებლობა შეჩერდა, კომპანია 30 000 ლარით დაჯარიმდა

თბილისის მერია განმარტავს, რომ 13 მაისს საბურთალოზე, დანელიას ქუჩაზე სამშენებლო ობიექტზე კლდის ნაწილი ჩამოიშალა და მომუშავე მძიმე ტექნიკა დააზიანა. მუნიციპალურმა ინსპექციამ კომპანია „იდეა პანორამა 2” უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის 30 000 ლარით დააჯარიმა და სამუშაოები დაუყოვნებლივ შეაჩერა.

მერიის განცხადებით, მშენებლობა ნებართვის ფარგლებში მიმდინარეობდა, თუმცა დაირღვა ტექნიკური რეგლამენტი — კერძოდ, მთავრობის 2014 წლის „მშენებლობის უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტი.”

სამუშაოების განახლება შესაძლებელი გახდება მხოლოდ შემდეგი პირობების დაკმაყოფილების შემდეგ: კონსტრუქციული პროექტის საფუძველზე ფერდის გამაგრებითი სამუშაოების შესრულება, საექსპერტო დასკვნის მიღება ფერდის მდგრადობის შესახებ და მიმდებარე შენობებისა და გზების უსაფრთხოების დადასტურება.

შეგახსენებთ, მოვლენას „გახარია საქართველოსთვის” პარტიის წევრი ტატა ხვედელიანი გამოეხმაურა, ვინც კლდის ჩამოშლის ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

← მთავარი