← მთავარი
სპორტი

საბა ლობჟანიძემ MLS-ში კლუბი გამოიცვალა! | Lelo.Ge

1 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
საბა ლობჟანიძემ MLS-ში კლუბი გამოიცვალა! | Lelo.Ge

“ატლანტა იუნაიტედმა” მიიღო საერთო განაწილების თანხა (GAM) 725 000 დოლარი “რეალ სოლტ ლეიკისგან”, რის სანაცვლოდაც ამ უკანასკნელს საბა ლობჟანიძე და 2028 წლის MLS SuperDraft-ის მესამე რაუნდის არჩევანის უფლება დაუთმო.

ამ 725 000-დან “ატლანტა” გარანტირებულად მიიღებს 625 000 დოლარს 2026 წლის GAM-ის სახით, ხოლო დამატებით 100,000 დოლარს - 2027 წლის GAM-ის სახით, თუ ლობჟანიძე “რეალ სოლტ ლეიკთან” კონტრაქტს განაახლებს.

საქართველოს ნაკრების 31 წლის გარემარბი “ატლანტას” 2023 წლის აგვისტოში შეუერთდა და MLS-ის რეგულარულ სეზონსა და პლეი-ოფში ჩატარებულ 93 მატჩში 15 გოლი და 21 საგოლე გადაცემა მიითვალა.

← მთავარი