← მთავარი
საზოგადოება

"ედუარდის შვილი ილიკო ჰოლანდიაში დაიბადა, სანდრა იყო წასული... ეს ბავშვი იმედია იმისა, რომ ეს ოჯახი გამთლიანდება" - ნიკოლოზ სააკაშვილი პირველ შვილთაშვილზე

26 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge

მიხეილ სააკაშვილმა გუშინ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მისი პატარა შვილიშვილი ილიკო სააკაშვილი ახსენა. როგორც ირკვევა, შვილი მის ვაჟს ედუარდს რამდენიმე თვის წინ შეეძინა. ედუარდ სააკაშვილი დღესდღეობით ევროპაში ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთ საუკეთესო და წამყვან სპეციალისტად ითვლება. იგი ამჟამად ნიდერლანდებში ცხოვრობს და იქ აგრძელებს თავის წარმატებულ პროფესიულ მოღვაწეობას. სააკაშვილების რძალი ებრაული წარმოშობის გოგონა - მადინა მელაა. წყვილი მედიისგან და საზოგადოებისგან დისტანციურად ცხოვრობს. ისინი თითქმის არ ჩნდებიან არსად, საიდანაც შეიძლება პრესის ფურცლებზე მოხვდნენ. AMBEBI.GE მიხეილ სააკაშვილის მამას ნიკოლოზ სააკაშვილს ესაუბრა, ვისთვისაც ილიკო პირველი შვილთაშვილია: “ძალიან გამახარა პატარას მოვლინებამ, ედუარდის შვილია ილიკო, ნეიტრალური სახელი ჰქვია, კონკრეტულად არავისი. დეტალებს მე ვერ გეტყვით, სანდრა იყო წასული მაგ დროს ჰოლანდიაში (იქ დაიბადა ილიკო) და მას შეეხმიანეთ. კი ველაპარაკები მათ ტელეფონით, მაგრამ ახლა სხვა რაღაცებზე ვარ გადართული, ვიავადმყოფე ძალიან, ახალი გამოსული ვარ საავადმყოფოდან, გუშინ კიდევ, 82 წლის გავხდი. პირველი შვილთაშვილია ჩემთვის და უდიდესი სიხარული და ბედნიერება, იმედი იმისა, რომ ეს ოჯახი გამთლიანდება, ერთად იქნება და ყველანი ერთად გაიზრდებიან - პატარებიც და დიდებიც. ჩვენთვის ახლა მთავარია მიშას თავისუფლება. სხვათა შორის, მიშამ გუშინ დაბადების დღე მომილოცა პატარა, ძალიან თბილი წერილით, რომელიც გულში ჩახუტებული დამაქვს ბინაში. ჯანმრთელობას და მალე ერთად ყოფნას მისურვებს, ამ ქვეყნის ჭირ-ვარამის ერთად გაზიარებას. ძალიან ემოციური და მამაშვილური წერილია. მიშა ყოველთვის ნიკა-თი მომმართავდა, პატარაობიდან, ახლა მამიკო-თი და ძალიან გამითბა გული, ორმაგად გახარებული ვარ”. წაიკითხეთ ასევე:

წარმატებული ვაჟები, ქართული ინტერნტის ვარსკვლავი ალისა და ომის ალყაში მყოფი ჟასმინი - რას წერს უკრაინული გამოცემა მიხეილ სააკაშვილის შვილებზე?

← მთავარი