← მთავარი
პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: დაწერეს მიშა და ბიძინა ერთიაო... ივანიშვილი ემყარება ძალადობას და ფულს, მე კიდევ მინდა ვკითხო ენმ-ის წევრებს, ვინმეზე ვიძალადე? ან ჩემგან რამე მატერიალურ სარგებელს იღებთ?

23 ივნისი, 2026 · წყარო: newposts.ge
მიხეილ სააკაშვილი: დაწერეს მიშა და ბიძინა ერთიაო... ივანიშვილი ემყარება ძალადობას და ფულს, მე კიდევ მინდა ვკითხო ენმ-ის წევრებს, ვინმეზე ვიძალადე? ან ჩემგან რამე მატერიალურ სარგებელს იღებთ?

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ. სააკაშვილის მორიგი წერილი ციხიდან:

მინდა ზოგიერთ ჩემს მეგობარს ვუპასუხო შიდა დემოკრატიაზე. ისინი მსაყვედურობენ მიშა მხოლოდ ვიწრო წრეში იღებს გადაწყვეტილებებს და მერე გვაცნობსო, მეორე საყვედური ის იყო, რომ მიშას ხმა რეალურად ერთი ხმა კი არა ბევრი ხმა არისო და ამიტომ არ უნდა გაახმოვანოს თავისი გადაწყვეტილებაო. კი მე ვარ იზოლირებული, ვეკონტაქტები ძირითადად ჩემს თავს და ასევე ციხის თანამშრომლებს, რომელთა ნაწილს შუშის თვალები აქვს, მაგრამ ჯერ ერთი, ვინც ჩემს პოსტებს კითხულობთ, ვინმემ შეამჩნიეთ რომ მარაზმში ვარ ჩავარდნილი და არ ვიცი თუ რა ხდება ამ ქვეყანაზე? და რომც არ ვიცოდე, ჩემი გადაწყვეტილება, არაფერი იმაზე მეტი არაა, ვიდრე უბრალო წინადადება, რომელიც შეგიძლიათ მიიღოთ ან არ მიიღოთ და აქ ვიწრო წრე არაფერ შუაშია. რაც შეეხება იმას, რომ ჩემი ზმა ბევრ ხმას უდრის (ჩემი ახლო მეგობარი ეკა წამალაშვილი) - ჩემო ეკა, იცი რა არის ლიდერობა? როცა შენ უფრო გისმენენ ვიდრე ზოგიერთ სხვას. ამ თემაში ჩვენი არა კეთილისმოსურნეებიც შემოვარდნენ და დაწერეს მიშა და ბიძინა ერთია, რასაც იტყვიან პარტია ემორჩილებაო. ივანიშვილი ემყარება ძალადობას და ფულს, მე კიდევ მინდა ვკითხო ენმ-ის წევრებს, ვინმეზე ვიძალადე? ან ჩემგან რამე მატერიალურ სარგებელს იღებთ? ხოდა თუ არ იღებთ, ესე იგი ჩემი ავტორიტეტი არის წმინდა წყლის მორალური ხასიათის მატარებელი. იმათაც მინდა ვუპასუხო (და ეს ნანუკამ გააჟღერა) მიშა ციხეში ზის და მის აზრს ამის გამო მნიშვნელობა შეიძლება არც ჰქონდესო. ჩემო ნანუკა, ნელსონ მანდელა 30 წელი იჯდა, მაგრამ მის აზრს აფრიკის ნაციონალურო კონგრესი რეგულარულად კითხულობდა. მე მაგალითად მაინტერესებს ნადირაძის და ხაბეიშვილის აზრი, მერე რა რომ ციხეში არიან. ხოდა რა ვიცი, მინდოდა ყველასთვის შემეხსენებინა თუ რა არის თამაშის წესები, ნამდვილი დემოკრატია, ლიდერობა, მორალური ავტორიტეტი და ა.შ.

← მთავარი