← მთავარი
საზოგადოება

რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე სასკოლო ექსკურსიის მიკროავტობუსი ავარიაში მოყვა — მძღოლი დაიღუპა

6 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე სასკოლო ექსკურსიის მიკროავტობუსი ავარიაში მოყვა — მძღოლი დაიღუპა

რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე ერთ-ერთი სასკოლო ექსკურსიის მძღოლი დაიღუპა — მიკროავტობუსი მის წინ მოძრავ სხვა მიკროავტობუსს შეეჯახა. ამ ავარიაში მსუბუქი ავტომობილიც მონაწილეობდა.

ინფორმაციას „ინფო რუსთავი” ავრცელებს. გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქესალოს საჯარო სკოლის მე-2 კლასელები ექსკურსიაზე მიდიოდნენ. ბავშვებმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რომელიც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას ითვალისწინებს.

← მთავარი