სპორტი
ეროვნული ლიგა: „დინამო” „რუსთავს” 3:2-ით სძლია — ვაწაძის „მაკრატელა” გამარჯვების მომტანი”
ეროვნული ლიგის XII ტურში „დინამო” თბილისი 3:2-ით სძლია „რუსთავს”. ეს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი გამოდგა — პირველ ტაიმში ოთხი გოლი გავიდა.
მეორე ტაიმში სიფრთხილემ გაიმარჯვა ორივე მხრიდან, მხოლოდ ერთი გოლი — და სწორედ ის გახდა მატჩის გამარჯვებელი. მათე ვაწაძემ, რომელსაც ახალ მწვრთნელ თემურ ქეცბაიასთან ახალი სუნთქვა გაეხსნა, 55-ე წუთზე „მაკრატელა” ამოჰკრა ბურთს. ოთხ მატჩში ქეცბაიასთან — ოთხი გოლი.
გოლები: 0:1 იორო (1’, ნინუას პასით), 1:1 ნაკანო (24’, კაპანაძის პასით), 1:2 მონტეირუ (38’, ნინუას პასით), 2:2 კენიო (40’), 2:3 ვაწაძე (55’).
„რუსთავი” ცხრილში მეორე ადგილს ინარჩუნებს, „დინამო” კი მეოთხე ადგილზე ავიდა. მომდევნო ტურში, 16 მაისს, „დინამო” დედაქალაქურ დერბიში ლიდერ „იბერიას” შეხვდება, ხოლო „რუსთავი” „გაგრას” სტუმრად ეწვევა.