← მთავარი
საზოგადოება

რუსთველის გამზირის რეაბილიტაციის დროს არტეფაქტები აღმოაჩინეს

29 აგვისტო, 2026 · წყარო: civil.ge
რუსთველის გამზირის რეაბილიტაციის დროს არტეფაქტები აღმოაჩინეს

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დროს აგურის წყობები და კერამიკული ჭურჭელი აღმოაჩინეს. ეს ინფორმაცია 19 აგვისტოს თბილისის მერიამ დაადასტურა.

ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე „მოძრაობამ კულტურული მემკვიდრეობისთვის“ განაცხადა, რომ სამუშაოების მიმდინარეობისას აღმოჩენილი აგურის წყობები, სავარაუდოდ, XIX საუკუნის ძველი „გარეთუბნის“ კოლექტორების სისტემაა, ხოლო კერამიკული ჭურჭელი, საცარაუდოდ, X-XI საუკუნეებით თარიღდება.

ორგანიზაციის თქმით, თავისუფლების მოედნის მეტროსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის მონაკვეთში მიმდინარე სამუშაოები უკვე შეჩერებულია, თუმცა „აქამდე უცნობია იგეგმება თუ არა გამოვლენილი ფენების შესწავლა და რა ბედი ელით სამომავლოდ“.

ერთი დღის შემდეგ, თბილისის მერიამ განაცხადა, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა „მყისიერად“ მოახდინეს რეაგირება, ადგილზე დაათვალიერეს აღმოჩენილი ობიექტები და გასცეს სათანადო რეკომენდაციები.

„აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოები სწორედ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად განხორციელდება“, – განაცხადა მერიამ.

რუსთაველის გამზირის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია 23 ივლისს დაიწყო და, სავარაუდოდ, ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება.

← მთავარი