რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს
სოფელი ბერშუეთი, გორის მუნიციპალიტეტი, ცხინვალის საოკუპაციო ხაზის მახლობლად. წყარო: დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი Home/ახალი ამბები/რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს ახალი ამბები რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლესCivil.ge
Send an email
25/06/2026 - 13:46 Less than a minuteგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ 22 ივნისს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, განაცხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსი) 25 ივნისს.მართალია სუს-მა, ბოლოდროინდელი პრაქტიკის შესაბამისად, პირის ვინაობა არ გაამხილა, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის საინფორმაციო სააგენტო „რესმა“ განაცხადა, რომ მამაკაცი 42 წლის გელა ბერიანიძეა და რომ იგი “სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის” დააკავეს.„უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი, მათ შორის, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ მართული ცხელი ხაზი“, – განაცხადა სუს-მა.უწყების თქმით, ის განაგრძობს „აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“.