← მთავარი
მსოფლიო

რუსეთის წიგნის კავშირმა ლენინისა და მაიაკოვსკის ნაწარმოებები ნარკომანიის პროპაგანდის მოტივით "შავ სიაში" შეიყვანა

23 ივნისი, 2026 · წყარო: newposts.ge
რუსეთის წიგნის კავშირმა ლენინისა და მაიაკოვსკის ნაწარმოებები ნარკომანიის პროპაგანდის მოტივით

რუსეთის წიგნის კავშირმა ლენინისა და მაიაკოვსკის ნაწარმოებები ნარკომანიის პროპაგანდის მოტივით „შავ სიაში“ შეიყვანა რუსეთმა სპეციალურ მარკირებას დაქვემდებარებული წიგნების ნუსხაში ამჯერად ვლადიმერ მაიაკოვსკის „ომი და ენა“ (Война и язык) და ვლადიმერ ლენინის ტექსტი „ვირის ხიდი“ (Ослиный мост) შეიტანა. საფუძვლად ნარკოტიკული საშუალებების პროპაგანდა დასახელდა. აღნიშნულ რეესტრში ამჟამად 2 500-ზე მეტი წიგნია შესული. ლენინისა და მაიაკოვსკის გარდა, სიაში მოხვდნენ ვიქტორ პელევინი, ტერი პრაჩეტი, ჰოვარდ ლავკრაფტი და სხვა მწერლები.

← მთავარი