მსოფლიო
რუსეთმა ბელგოროდის ყოფილი გუბერნატორი ოკუპირებულ აფხაზეთში ელჩად გაგზავნა
რუსეთმა ბელგოროდის ოლქის ყოფილი გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი, ოკუპირებულ აფხაზეთში ელჩად გაგზავნა.
გლადკოვი ამ პოზიციაზე რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს საკითხთა კომიტეტმა დაამტკიცა. კომიტეტის თავმჯდომარის, კონსტანტინ ზატულინის თქმით, ყოფილი გუბერნატორის ახალ პოსტზე დანიშვნის განხილვა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. მას კომიტეტმა შეკითხვები დაუსვა.
რუსულ მედიაში ჯერ კიდევ აპრილში წერდნენ, რო. გლადკოვი შესაძლოა ოკუპირებულ აფხაზეთში ელჩად დანიშნულიყო.