საზოგადოება
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მდინარე ლიახვში გადავარდნილი რუსი რეჟისორის ცხედარი იპოვეს
ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, ჯავის რაიონის სოფელ ძღუბირის მახლობლად, მდინარე ლიახვში 21 მაისს გადავარდნილი 52 წლის რუსი კინორეჟისორი ანა ტიცის ცხედარი მაშველებმა იპოვეს. ცხედარი შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 35 კილომეტრში — მდინარის ქვემო წელში — გამოვიდა.
სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ტრაგედიის დღიდანვე დაიწყო და 200-მდე ადამიანი ჩაება.
ანა ტიცი ოკუპირებულ ცხინვალში გადამღებ ჯგუფთან ერთად ჩავიდა. ტრაგედიამდე ერთი დღით ადრე მან ადგილობრივ სამხედრო ვეტერანებთან ერთად წარადგინა დოკუმენტური ფილმი „სპეციალური სამხედრო ოპერაციის” — რუსეთის მიერ უკრაინაში გაჩაღებული ომის — მონაწილეთა შესახებ. ტრაგედიის მომდევნო დღეს ქალი ლიახვის სწრაფ დინებაში ჩაცვივდა.