ლელა კუნჭულია რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა". რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან." />
← მთავარი
საზოგადოება

რუსეთში 40-ზე მეტი ქართული კომპანიის პროდუქციას კრძალავენ? - რა ვიცით ამის შესახებ

13 ივნისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
რუსეთში 40-ზე მეტი ქართული კომპანიის პროდუქციას კრძალავენ? - რა ვიცით ამის შესახებ

რადიო თავისუფლებასთან განმარტა, რომ “ასაკრძალ” კომპანიებს ბრალი ედებათ რუსოფობიასა და ანტირუსული საქმიანობის სპონსორობაში.ფიფია ლაპარაკობს ალკოჰოლური [ღვინო, კონიაკი], უალკოჰოლო და დაბალალკოჰოლური სასმელების [მინერალური წყლები, გაზიანი სასმელები, ლუდი] მწარმოებელ კომპანიებზე და კომპანიებზე, რომლებიც სასურსათო პროდუქციას [თხილეული, “მშრალი ნარევები”] აწარმოებენ.რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქე, ბიზნესმენი მამუკა ფიფია, უკვე დიდი ხანია, რუსეთთან სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმებას ითხოვს. რუსეთსა და საქართველოს შორის ის “გეორგიევსკის ტრაქტატი 2”-ის ხელმოწერის მომხრეა. დასავლელ პარტნიორებს ფიფია მტრებს უწოდებს და თვლის, რომ საქართველომ “სამუდამოდ უნდა დაივიწყოს” ნატოც და ევროკავშირიც.“დაელოდეთ ოფიციალურ განცხადებას”“ხალხი მოითხოვდა ყურადღების მიქცევას კომპანიებზე და მათი რიცხვი 40-ზე მეტია სიაში… რომ ისინი რუსეთში მილიარდებს შოულობენ და შემდეგ ამ ფულით აფინანსებენ ანტირუსულ გამოსვლებს საქართველოში… გამოსვლებს ხელისუფლების წინააღმდეგ, ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ეკლესიის წინააღმდეგ. ეს ხალხი დაგვხვდა აეროპორტში, როდესაც ჩვენ ჩავფრინდით პირველი რეისით [მოსკოვიდან თბილისში]”, - კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტის, ვლადიმირ სოლოვიოვის გადაცემაში მამუკა ფიფიამ თქვა, რომ კომპანიების სია საქართველოს “მრავალრიცხოვანი მშრომელების” თხოვნის საფუძველზე შედგა.ასევე ფიფიას თქმით:[ასაკრძალი კომპანიების] სიის შედგენის უკან დიდი, ხანგრძლივი შრომა დგას - “დაგვიანებით, მაგრამ ეს მოხდა”;დაზარალდება ბევრი , რადგან - “ამ კომპანიების უკან დგანან: სამუშაო ადგილები, გლეხები, მუშები, უბრალო ადამიანები; ბოლოს და ბოლოს ამ კომპანიების უკან დგას საქართველოს ბიუჯეტი”;რუსეთი არ დაუშვებს, რომ ეს ფული მასთან იშოვნონ და მერე მის წინააღმდეგ გამოიყენონ - “სულელები აღარ არსებობენ, მორჩა. სულელები წითელ წიგნში შეიყვანეს”.ბიზნესმენი ყურადღებას ამახვილებს მოსკოვის პოზიციაზე სომხეთთან მისამართით, რომ - რუსული ფული არ მოხმარდება სომხეთის ევროკავშირისკენ სვლას.თუმცა მას არ დაუსახელებია არც ის, თუ ვინ შეადგინა სია, ან რომელი კომპანიები არიან შეყვანილი.2023 წლის მაისში, პირველ განახლებულ ავიარეისს, მოსკოვიდან თბილისში, სწორედ “სოლიდარობა მშვიდობისთვის” წარმომადგენლები ჩამოჰყვნენ, მათ შორის იყო - მამუკა ფიფიაც. პოლიტიკურმა ჯგუფმა პირდაპირი ავიაფრენების განახლებისთვის მადლობა უშუალოდ ვლადიმირ პუტინს გადაუხადა.აეროპორტში, მოსკოვიდან პირველ რეისს პროდასავლელი აქტივისტები ხმაურიანი პროტესტით დახვდნენ. სხვადასხვა დროს, “სოლიდარობა მშვიდობისთვის” წარმომადგენლები პუტინის ხელისუფლებას სთხოვდნენ საქართველოს დაცვას, გადარჩენას, ჩარევასა და დახმარებას დასავლეთთან ბრძოლაში.

ასევე ნახეთ

“დიდი კომპრომისების დრო” რუსეთთან - რა აქვთ ჩაფიქრებული მამუკა ფიფიასა და კრემლის სხვა მომხრეებს საქართველოში?

ასევე ნახეთ

დასავლეთი საქართველოს პრეზიდენტის მკვლელობას გეგმავს - როგორ „ამოქოქა“ რუსეთის უშიშროებამ პროპაგანდა

რუსეთის ფედერაციის ოფიციალური უწყებების შედგენილია ეს სია? - დამატებითი შეკითხვებით თავად მამუკა ფიფიას მივმართეთ.“კი, [ქართულ] კომპანიებს შესაძლოა კონკრეტული ბრალდებები წაუყენონ რუსოფობიური და ანტირუსული საქმიანობის სპონსორობაში. ამასთანავე, ამ ფირმებში ასევე ირიცხებიან არამეგობრული ქვეყნების მოქალაქეები და აქციონერები ნატოს წევრი ქვეყნებიდან. მე ვნახე ეს სია და მისი გაჩენის მიზეზები კარგად მესმის. როგორც ჩანს, ამ ნუსხამ უკვე ყველა შესაძლო ინსტანცია გაიარა და ახლა რთულია იმის თქმა, თუ კონკრეტულად ვინ შეადგინა ის თავდაპირველად”, - ასე უპასუხა ბიზნესმენმა რადიო თავისუფლებას.-“როსპოტრებნადზორიც” ჩართულია?- ფიფია: “ყველაფერი, რისი თქმაც შემეძლო, უკვე აგიხსენით…დაელოდეთ ოფიციალურ განცხადებას”.იცის თუ არა კომპანიების “შავი სიის” არსებობის შესახებ თბილისმა? - ამის გარკვევას საგარეო საქმეთა სამინისტროში და მთავრობის ადმინისტრაციაში (ჯერჯერობით) უშედეგოდ ვეცადეთ.

ასევე ნახეთ

„წარმოვადგენდი ჩემ თავს“ - მეტრეველი, რომელიც 3+3 ფორმატის „საექსპერტო შეხვედრაში“ მონაწილეობდა

“საერთოდ არ მსმენია არსად არაფერი მსგავსი” - უთხრა რადიო თავისუფლებას ხელისუფლების პოლიტიკის მხარდამჭერმა ანალიტიკოსმა, ნიკოლოზ მეტრეველმა, რომელიც ახლახან, რუსეთში, “3+3” ფორმატის „საექსპერტო შეხვედრაში“ მონაწილეობდა. ასევე გვითხრა, რომ, პირიქით, ქვეყნებს შორის - “ლოჯისტიკის გაუმჯობესებაზე იყო საუბარი” და მათ შორის - სტეფანწმინდა-ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გამტარუნარიანობის გაძლიერებაზე, რადგან “ტვირთბრუნვა გაზრდილია მთლიანად რეგიონში და არა მარტო საქართველოსა და რუსეთს შორის”.“ქართული ოცნების” ხელისუფლებას, რომელსაც დაძაბული ურთიერთობა აქვს საქართველოს დასავლელ პარტნიორებთან, მსხვილი ექსპორტიორი კომპანიები ღიად არ დაუდანაშაულებია საქართველოში მიმდინარე პროტესტის დაფინანსებასა თუ მხარდაჭერაში. თუმცა პროსახელისუფლებო ტელევიზიების სიუჟეტებში, ნეგატიური კონტექსტში, არაერთი პროდასავლური განწყობის ბიზნესმენი მოხვდა.

ასევე ნახეთ

„ვეღარაფერს გეტყვით“ - რატომ დაიწყეს ბიზნესმენებმა სიტყვების მოზომვა

ბიზნესმენებს თავდაპირველად თავად მთავრობის მეთაური - ირაკლი კობახიძე ხვდებოდა - ხელისუფლების პოლიტიკური და ეკონომიკური გადაწყვეტილებების ასახსნელად. 2026 წლის გაზაფხულზე მათ აზრის გამოხატვა კანონით შეეზღუდათ. აკრძალვის ეფექტზე სოციალურ ქსელში ბიზნესმენმა რესან ქიქავამ [“ექსპო ჯორჯიას” დირექტორმა] დაწერა, როდესაც ბიზნესის დუმილის ახსნას ცდილობდა.2026 წლის მარტში, ძალაში შევიდა ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ბიზნესსუბიექტებს აეკრძალათ ნებისმიერი „საჯარო პოლიტიკური აქტივობა“, რომელიც მათ „ძირითად საქმიანობას არ უკავშირდება“ . დაწესდა 20 000-ლარიანი ჯარიმაც.პოლიტიკურ აქტივობად განიმარტა: “საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოსახდენად განხორციელებული ან განსახორციელებელი ისეთი საქმიანობა, რომელიც საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, გატარებისკენ ან შეცვლისკენ არის მიმართული, აგრეთვე ისეთი საქმიანობა, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს“.

ირაკლი კობახიძის შეხვედრა ბიზნესმენებთან - 2024 წლის დეკემბერი

“რაღაც სია”მეღვინეობის სფეროს წარმომადგენლებს, რომლებსაც რადიო თავისუფლება ესაუბრა, აქვთ ინფორმაცია - „რაღაც სიის“ არსებობის შესახებ, რომელიც თითქოსდა - რუსეთში მოქმედ დიდ სავაჭრო ცენტრებსა და კვების ობიექტებს ჯერ კიდევ შარშან დაურიგეს და ის სწორედ კონკრეტული კომპანიების პროდუქციის შესყიდვის აკრძალვისკენ იყო მიმართული. თვლიან, რომ ეს პროცესი ექსპორტიორი „კომპანიების დისკრედიტაციისკენ“ არის მიმართული.არ იციან, ვისი შედგენილია ეს „შავი სია“.საჯარო წყაროებში იძებნება ინფორმაცია, რომ ქართული კომპანიების სიების შედგენის გამოცდილება „რუსულ-ქართულ“ ბიზნეს საბჭოს“ აქვს. ეს საბჭო 2023 წლის 6 თებერვალს დაარსდა და რუსეთის ფედერაციის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (ТПП РФ) ბაზაზე ფუნქციონირებს.2023 წელს გავრცელდა სია იმ კომპანიებისა, რომლებსაც რუსულ ბაზარზე საბჭო რეკომენდაციას უწევდა ; თუმცა იუწყებოდნენ ასევე, რომ მომავალში დაგეგმილი ჰქონდათ - არარეკომენდირებული კომპანიების სიის შედგენაც.ამ საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს - დავით ცეცხლაძე იკავებს - მოსკოვში დაფუძნებული დიასპორული ორგანიზაციის, „ფედერალური ქართული ეროვნულ-კულტურული ავტონომიის“ პრეზიდენტი. მისი მოადგილე იყო ალექსანდრე წულაძე, რომელიც, წლის დასაწყისში, რუსეთში, შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის ახალ ხელმძღვანელად დაინიშნა.ახლადჩასულმა მერკვილაძემ თავის პირველი შეხვედრა სწორედ დავით ცეცხლაძესთან გამართა.დავით ცეცხლაძე რუსეთის პრეზიდენტის დაქვემდებარებული „ეროვნებათაშორისი საბჭოს“ წევრია - ღიად პროკრემლისტური განწყობებით. ემხრობა რუსეთის ომს უკრაინაში. 2024 წლის აგვისტოში მოუწოდებდა უკრაინის მხარდამჭერ ქართველ მებრძოლებს - დაეყარათ იარაღი.

ასევე ნახეთ

თბილისსა და მოსკოვს შორის - ვინ წარმოადგენს “ქართული ოცნების” ხელისუფლებას რუსეთში?

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ქართული ღვინის ექსპორტის უდიდესი წილი რუსეთზე მოდის და ბოლო წლებში ეს მაჩვენებელი 60%-ს აღემატება.ზრდა თვალსაჩინოა 2022 წლიდან:- 2020 წელს - 56.8%;- 2022 წელს - 63.7%- 2025 წელი - 63.7%თუმცა, 2026 წლის პირველ 5 თვეში რუსეთში ღვინის ექსპორტის მოცულობა 8%-ით არის შემცირებული, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამის მიზეზებს ექსპორტიორები, მათ შორის - რუსეთში ღვინოზე სააქციზო გადასახადის ზრდისა და ომის ფონზე - რუსეთში გაყიდვების ზოგად შემცირებას უკავშირებენ.მამუკა ფიფიამ “სოლოვიოვ ლაივში” განაცხადა, რომ ქართულმა ღვინომ ვერ მოიკიდა ფეხი ევროპულ ბაზარზე და მას პერსპექტივები მხოლოდ რუსულ ბაზარზე აქვს. ღვინის ბიზნესში ჩართული ადამიანები კი რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ ევროპის ბაზარზე ადგილის დამკვიდრებასა და სეგმენტის გაზრდას მიზანმიმართული მუშაობა და შესაბამისი მიმართულებით “ფოკუსის გასწორება” ესაჭიროება.ეკონომიკის ექსპერტს, რამაზ გერლიანს ეეჭვება, რომ რუსეთი ქართველი ექსპორტიორების პროდუქციას ოფიციალურად აკრძალავს - მოელის, რომ მათი შეზღუდვა უფრო “რეკეტის” გამოყენებით მოხდება.“ოფიციალური აკრძალვა არ აწყობს რუსეთს. ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები არის უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილებები - საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა არ არის ისეთი ხისტი, რომ ოფიციალურ დონეზე ასე უპასუხოს რუსეთმა. კომპანიების აკრძალვა კონვერტირდება სახელისუფლებო პასუხისმგებლობაზე - და შემდეგ ხელისუფლებას მოუწევს შესაბამისი განცხადებების გაკეთება, მათ შორის - ნაბიჯების გადადგმაც”, - გერლიანის თქმით, რუსეთს ახლა “ქართული ოცნების” ხელისუფლების განაწყენება და “აუტკივარი თავის ატკივება” არ აწყობს, რადგან საქართველოს ბაზარიც სჭირდება.რაც შეეხება რუსეთის ბაზარს - გერლიანის შეფასებით, ქართულ ღვინოს იქ დამკვიდრება ძველი ინერციით უადვილდება - “სტანდარტის უკონტროლობის” დახმარებით.

ასევე ნახეთ

ზახაროვა: რუსეთი „იძულებული იქნება“ საქართველო არამეგობრული ქვეყნების სიაში შეიყვანოს, თუ ის ევროკავშირში გაწევრიანდება

ასევე ნახეთ

ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება შეძლებს გაერკვეს ამ საკითხში - ზახაროვა ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ რცხილაძეზე

სადამსჯელო ბერკეტირუსეთის ხელისუფლება მრავალი წელია - სავაჭრო ემბარგოს ბერკეტებს იყენებს ქვეყნებთან, რომლებთანაც ურთიერთობები ეძაბება და ეს გამოცდილება, წარსულში, საქართველოსაც აქვს. “ქართული ოცნების” ხელისუფლება მოსკოვიდან ძირითადად ქებას იმსახურებს - დასავლელ პარტნიორებთან წინააღმდეგობისთვის.კრემლის ფოკუსში ახლა სომხეთია, სადაც - 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის ფავორიტმა ძალებმა ვერ გაიმარჯვეს. არჩევნების წინ აშკარა იყო რუსეთის ძლიერი წნეხი, მათ შორის ვაჭრობის მიმართულებით.2026 წლის მაისის ბოლოს, რუსეთმა, სხვა პროდუქტებთან ერთად, სომხური ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა აკრძალა - კერძოდ, ლაპარაკი იყო 3 კონკრეტული მსხვილი მწარმოებლის რამდენიმე დასახელების პროდუქციაზე. არასათანადო სტანდარტების მოტივით. „როსპოტრებნადზორმა“ აკრძალა სომხეთიდან რუსეთში „ჯერმუკის“ მინერალური წყლის გაყიდვაც. დაიწუნეს თევზიც, ყვავილებიც.

← მთავარი