საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მეორე მატჩს გამართავს. მეტოქე მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკაა.
უელსთან თამაშის შემდეგ 23-კაციან განაცხადში რამდენიმე ცვლილებაა. შეიცვალა შერკინების ორივე ბურჯი და თამაშს ლუკა იასეშვილი და ლევან ეზიეშვილი დაიწყებენ, შერკინების კვაჭის პოზიციაზე კი, კვლავ გიორგი აღნიაშვილს ვიხილავთ. მეორე ხაზში გიორგი მეფარიშვილი გამოჩნდა, რომელიც ნიკოლოზ ჩხორთოლიას შეუწყვილდება. უცვლელია მესამე ხაზი, სადაც დამწყებები გიორგი ზაზაძე, გუნდის კაპიტანი ლუკა ნარსია და მიხეილ შიოშვილი იქნებიან.
ცხრა ნომრის პოზიციაზე თადარიგიდან დაწინაურდა დაჩი წიკლაური, რომელიც მათე მახარაძეს შეუწყვილდება. შუამარბი ისევ დავით ბარბაქაძე იქნება, დათა ახვლედიანი კი მარქაფიდან დაწინაურდა. შუამარბის პოზიციიდან გარემარბად გადაინაცვლა ლეონიდე სალდაძემ, მეორე ფრთაზე ისევ ლუკა ტაბატაძე ითამაშებს, ფულ ბეკი ნიკოლოზ ხალვაშია.
თადარიგში ადგილი შეინარჩუნეს კვაჭმა დავით არჩვაძემ, ბურჯმა ნიკოლოზ ბალანჩივაძემ, მეორეხაზელმა ანდრია ბილანიშვილმა და მესამეხაზელმა ირაკლი ყოლბაიამ. თადარიგში გადაინაცვლა თემურ ძოძუაშვილმა.
საქართველო U20: 15. ნიკოლოზ ხალვაში, 14. ლუკა ტაბატაძე, 13. დათა ახვლედიანი, 12. დავით ბარბაქაძე, 11. ლეონიდე სალდაძე, 10. მათე მახარაძე, 9. დაჩი წიკლაური;
-
ლუკა იასეშვილი, 2. გიორგი აღნიაშვილი, 3. ლევან ეზიეშვილი, 4. გიორგი მეფარიშვილი, 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია, 6. გიორგი ზაზაძე, 7. ლუკა ნარსია (კაპ.), 8. მიხეილ შიოშვილი.
-
დავით არჩვაძე, 17. ნიკოლოზ ბალანჩივაძე, 18. საბა ნოზაძე, 19. ანდრია ბილანიშვილი, 20. ირაკლი ყოლბაია; 21. თემურ ძოძუაშვილი, 22. დემეტრე დევდარიანი, 23. დათა არობელიძე.
სატურნირო მდგომარეობა
A ჯგუფი
- სამ. აფრიკა - 5 ქულა, 2. უელსი - 4, 3. საქართველო - 2, 4. ურუგვაი - 0
B ჯგუფი
- ახ.ზელანდია - 5 ქულა, 2. შოტლანდია - 5, 3. იტალია - 2, 4. იაპონია - 0
C ჯგუფი
- არგენტინა - 5 ქულა, 2. ინგლისი - 5, 3. ირლანდია - 2, 4. აშშ - 0
D ჯგუფი
- ავსტრალია - 5 ქულა, 2. საფრანგეთი - 5, 3. ესპანეთი - 1, 4. ფიჯი - 0