← მთავარი
სპორტი

"ესპანეთთან ამიტომ დავმარცხდით" - რუდი გარსია

11 ივლისი, 2026 · წყარო: sportall.ge

ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რუდი გარსიამ, ტურნირიდან გამოვარდნის შემდეგ განაცხადა, რომ მისი გუნდი უხეში შეცდომის გამო დამარცხდა.

“მას შემდეგ, რაც ანგარიში გავათანაბრეთ, მეტოქემ საკუთარ თავში ერთგვარი ეჭვი შეიტანა. ასეთ მნიშვნელოვან მატჩებში ყველაფერს წვრილმანი დეტალები წყვეტს. ჩვენ მხარს ვუჭერთ თითოეულ ფეხბურთელს, რომლებმაც შესაძლოა გარკვეული შეცდომები დაუშვეს. ასეთი დონის გუნდთან შეცდომების დაშვების უფლება არ გაქვს.

სამწუხაროდ, სწორედ ამის გამო დავემშვიდობეთ ტურნირს. ეს განსაკუთრებით ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის კარგი გაკვეთილი უნდა იყოს. მათ დიდი მონდომება და ენთუზიაზმი აქვთ, თუმცა მოედანზე სიმშვიდის შენარჩუნება და თითოეული მოქმედების კარგად გააზრებაც აუცილებელია.

ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ. ამ მსოფლიო ჩემპიონატზე დავამტკიცეთ, რომ ბელგია ძლიერი გუნდია. თუმცა დღეს ჩვენი გზა დასრულდა და ეს უნდა მივიღოთ”, - ციტირებს გარსიას RMC Sport-ი.

შეგახსენებთ, მუნდიალის მეოთხედფინალში ბელგიის ნაკრები ესპანეთთან 1:2 დამარცხდა.

← მთავარი