სპორტი
საფრანგეთში დაბრუნება არ ისურვა - როსენიორი დროებით დაისვენებს
L’Equipe-ს ცნობით, 41 წლის ინგლისელმა სპეციალისტმა ლიამ როსენიორმა საფრანგეთის ლიგა 1-ში დაბრუნება არ ისურვა. “ჩელსის” ყოფილი თავკაცი “ნიცას” ჩაბარების მთავარი კანდიდატი იყო, თუმცა უარი განაცხადა. როსენიორი ლონდონური გუნდიდან გასული სეზონის ბოლოს დაითხოვეს და მას უნდა, რომ სამწვრთნელო საქმიანობიდან დროებითი პაუზა აიღოს. ის “არისტოკრატებში” დანიშვნამდე საფრანგეთის ჩემპიონატში 2024/26-წლებში “სტრასბურგს” უკვე ავარჯიშებდა. ახლა “ნიცას” გაწვრთნის მთავარი კანდიდატები ოლივე პანტალონი და სებასტიან პოკონიოლი არიან. თეგები:ჩელსინიცალიამ როსენიორი(0) / (0)