ვეტერანმა ფეხბურთელმა უეინ რუნიმ საფრანგეთის ნაკრების ლიდერის, კილიან მბაპეს შესახებ ისაუბრა.
“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ფორვარდის თქმით, მბაპე თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია.
“მესი და კრიშტიანო რონალდო ორი საუკეთესო ფეხბურთელია, თუმცა ვფიქრობ, ბრაზილიელი რონალდოს დონესთან ყველაზე ახლოს კილიან მბაპეა.
უბრალოდ უყურეთ მის თამაშს. კილიანს ყველაფერი აქვს - სისწრაფე, გოლების გატანა და მცველებს საფრთხეს უქმნის. ვფიქრობ, მისი დაუფასებლობა არ შეიძლება”, - განაცხადა რუნიმ.თეგები:უეინ რუნიკილიან მბაპე(2) / (2)