← მთავარი
სპორტი

[VIDEO] კიურასაოს 37 წლის მეკარის სასწაული - როომიმ ეკვადორთან 15 მოგერიება განახორციელა

22 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge
[VIDEO] კიურასაოს 37 წლის მეკარის სასწაული - როომიმ ეკვადორთან 15 მოგერიება განახორციელა

მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურში, E ჯგუფში ეკვადორი კიურასაოს დაუპირისპირდა, მატჩი უგოლო ფრედ, 0:0 დასრულდა, რაც კიურასაოელთა კარის დარაჯის ელოი როომის უდიდესი დამსახურებაა.

37 წლის მეკარემ ეკვადორის წინააღმდეგ 15 (!!!) მოგერიება განახორციელა და მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე მეტი მოგერიების გამეორებაში მხოლოდ 1 სეივი დააკლდა (რეკორდი ტიმ ჰოვარდს ეკუთვნის - 16 მოგერიება ბელგიის წინააღმდეგ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე).

გარდა ამისა, ეკვადორმა 28-ჯერ დაარტყა კარის მიმართულებით, მათგან 15 დარტყმა კარში წავიდა, რაც მამაკაცთა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში (1966 წლიდან მოყოლებული არსებული მონაცემებით) ყველაზე მაღალი მაჩვენებელია იმ მატჩებში, სადაც გუნდმა გოლი ვერ გაიტანა.

26 ივნისს, ბოლო მესამე ტურში ეკვადორი გერმანიას, კიურასაო კი კოტ-დ’ივუარს დაუპირისპირდება.

კანზასი. „ეროუჰედი“ ეკვადორი - კიურასაო 0:0თეგები:ეკვადორის ნაკრებიკიურასაოს ნაკრები(1) / (3)

← მთავარი