[VIDEO] რონალდოს 976-ე და რამუშის გმირობა - პორტუგალიის ნაკრებმა ხორვატიას დაუქამბექა
მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში პორტუგალიამ ხორვატია 2:1 დაამარცხა და ტურნირის მერვედფინალში გავიდა, სადაც ესპანეთის ნაკრებს შეხვდება.
მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. 53-ე წუთზე ივან პერიშიჩმა პორტუგალიელთა დაცვის ხაზის შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გახსნა. შესანიშნავად გამოიყურებოდა პორტუგალიის ნაკრების მეკარე დიოგო კოშტა. მან თავის გუნდი გაშვებული გოლისგან არაერთხელ იხსნა.
64-ე წუთზე, ხორვატიის ნაკრების საჯარიმოში წესები დაირღვა, ეპიზოდი VAR-ზე გადამოწმდა და პენალტი დაინიშნა, რომელიც გოლად რონალდომ აქცია. კრიშტიანომ კარიერაში 976-ე გოლი გაიტანა, ასევე რონალდო გახდა ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, ვისაც მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში გაუტანია.
თითქოს ძირითად დროში ანგარიში აღარ უნდა შეცვლილიყო და ყველაფერი დამატებითი დროისკენ მიდიოდა, თუმცა ცვლილებაზე შემოსულმა გონსალუ რამუშმა 94-ე წუთზე შესანიშნავი თავური დარტყმით პორტუგალია მომდევნო ეტაპზე გაიყვანა.
მუნდიალის მერვედფინალში ესპანეთისა და პორტუგალიის ნაკრების დაპირისპირება 6 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ტორონტო. „ბიმო ფილდი“ პორტუგალია - ხორვატია 2:1 გოლები: 0:1 პერიშიჩი (53), 1:1 რონალდო (68), 2:1 რამუში (90+4)