← მთავარი
სპორტი

აკი რონალდოს გოლის გატანა დაავიწყდაო - პორტუგალიამ უზბეკეთს უპრობლემოდ მოუგო

24 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge
აკი რონალდოს გოლის გატანა დაავიწყდაო - პორტუგალიამ უზბეკეთს უპრობლემოდ მოუგო

აკი რონალდოს გოლის გატანა დაავიწყდაო - პორტუგალიამ უზბეკეთს უპრობლემოდ მოუგო15:01/23-06-2026+-მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურში, K ჯგუფში პორტუგალიამ უზბეკეთი 5:0 დაამარცხა და ამ მომენტისთვის 4 ქულით ლიდერია. 

პორტუგალიელები თავიდანვე შტურმზე გადავიდნენ და მეტოქის კარი რონალდომ დალაშქრა. მას აქამდე მსიოფლიოსა და ევროპის პირველობებზე ზედიზედ 10 მატჩში  არ ჰქონდა გატანილი. შემდეგ საჯარიმოდან მენდეშმა ანგარიში გაზარდა. უზბეკი განიევის გოლი თამაშის წესების დარღვევის გამო არ ჩაითვალა. კრიშტიანომ კი დუბლი შეასრულა. საბოლოოდ მარტინესის გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება, 5:0 მოიპოვა. 

ამავე ჯგუფში 24 ივნისს ერთმანეთს კოლუმბია და დ.რ. კონგო შეხვდებიან.

28 ივნისს, ბოლო მესამე ტურში კოლუმბია პორტუგალიას, ხოლო დ.რ. კონგო უზბეკეთს დაუპირისპირდება.

ჰიუსტონი. „ენ-არ-ჯი სთედიუმი“ პორტუგალია - უზბეკეთი 5:0 გოლები: 1:0 რონალდო (6), 2:0 მენდეში (17), 3:0 რონალდო (39), 4:0 ნემატოვი (60, საკ. კარში), 5:0 ლეაო (87)

← მთავარი