← მთავარი
სპორტი

[VIDEO] რონალდოს პორტუგალიამ კონგოს ვერ მოუგო

18 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge
[VIDEO] რონალდოს პორტუგალიამ კონგოს ვერ მოუგო

მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში, K ჯგუფში პორტუგალიის და დ.რ. კონგოს მატჩი 1:1 დასრულდა.   ევროპელები, უპირატესობას ფლობდნენ, აფრიკელები კი კონტრშეტევებით პასუხობდნენ. პორტუგალია დებიუტში თავურით ნევეშმა დააწინაურა, თუმცა პირველი ტაიმის დასასრულს ასევე თავურით ანგარიში ვისამ გაათანაბრა. მეორე ტაიმში მარტინესის გუნდის იერიშებმა შედეგი ვერ გამოიღო და საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა.    ამავე ჯგუფში 18 ივნისს უზბეკეთი კოლუმბიას დაუპირისპირდება.   მეორე ტურში, 23 ივნისს პორტუგალია უზბეკეთს, 24 ივნისს კი კოლუმბია დ.რ. კონგოს შეხვდება.   „NRG სთედიუმი“ პორტუგალია - დ.რ. კონგო 1:1 გოლები: 1:0 ნევეში (6), 1:1 ვისა (45+5)  

← მთავარი