← მთავარი
სპორტი

რონალდუ გახდა ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე დუბლი შეასრულა - პორტუგალიამ უზბეკეთი გაანადგურა

23 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
რონალდუ გახდა ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე დუბლი შეასრულა - პორტუგალიამ უზბეკეთი გაანადგურა

მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურში, K ჯგუფში პორტუგალიამ უზბეკეთი 5:0 გაანადგურა და ამ მომენტისთვის 4 ქულით ლიდერია. პორტუგალიელები თავიდანვე შტურმზე გადავიდნენ და მეტოქის კარი რონალდომ დალაშქრა. მას აქამდე მსიოფლიოსა და ევროპის პირველობებზე ზედიზედ 10 მატჩში არ ჰქონდა გატანილი. შემდეგ საჯარიმოდან მენდეშმა ანგარიში გაზარდა. უზბეკი განიევის გოლი თამაშის წესების დარღვევის გამო არ ჩაითვალა. კრიშტიანომ კი დუბლი შეასრულა. საბოლოოდ მარტინესის გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება, 5:0 მოიპოვა.

OPTA-ს საინტერესო ცნობები

რონალდუ პირველია, ვინც ექვს მუნდიალზე გაიტანა ყველაზე ასაკოვანი მეგოლე - 41 წლისა და 138 დღის ასაკში რონალდუ გახდა ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი მუნდიალების ისტორიაში, რომელმაც ერთ მატჩში დუბლი შეასრულა. ეროვნული ნაკრების სტატისტიკა: რონალდუ, მესი და მიქაელ ლაუდრუპი არიან ფეხბურთელები, რომლებიც თავიანთი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა და, ამავდროულად, ყველაზე ასაკოვანი მეგოლეები არიან მსოფლიო ჩემპიონატებზე.

← მთავარი