← მთავარი
სპორტი

„ძლივს დადის, ეს სირცხვილია” — ყოფილი ვარსკვლავი ჩემპიონატზე რონალდოს მონაწილეობას გმობს

12 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge
„ძლივს დადის, ეს სირცხვილია” — ყოფილი ვარსკვლავი ჩემპიონატზე რონალდოს მონაწილეობას გმობს

„ატლეტიკო მადრიდის” ყოფილმა თავდამსხმელმა რადე ბოგდანოვიჩმა 41 წლის კრიშტიანო რონალდოს მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა სასტიკად გააკრიტიკა — RTS-თან ინტერვიუში ყოფილი ვარსკვლავი სიტყვებს არ ირჩევს.

„ვფიქრობ, რონალდოს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ფეხბურთის სირცხვილია. ის ძლივს დადის. სპონსორებმა და ფედერაციამ სახელის გამო გაქაჩეს. მზად არ არის, მე მის ადგილზე შემრცხებოდა,” — განაცხადა ბოგდანოვიჩმა.

„ისე გამოიყურება, თითქოს პენსიონერთა ლიგიდან ჩამოვიდა. ადამიანმა უნდა იცოდეს, როდის წავიდეს. კრიშტიანო, შენ ვიღაც 20 წლის ბიჭის ადგილს იკავებ, რომელსაც ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა და ასპარეზობა შეეძლო.”

ბოგდანოვიჩი ასევე პორტუგალიის მთავარ მწვრთნელ რობერტო მარტინესს ეხება: „როდესაც ვხედავ, რომ მარტინესს ნაკრებში ავტორიტეტი არ აქვს, მინდა, ისინი ჯგუფური ეტაპიდან გამოვარდნენ.”

კრიტიკა ფანების ნაწილში მძაფრ პასუხს იღებს: ბევრი მიიჩნევს, რომ 2026 წლის ჩემპიონატი მესისა და რონალდოს გამომშვიდობებელი ტურნირია და ლეგენდების ყოფნა სპორტულ ღირებულებასთან ერთად სიმბოლურ მნიშვნელობასაც ატარებს.

← მთავარი