← მთავარი
სპორტი

"რონალდო ძლივს დადის, მსოფლიო ჩემპიონატზე მისი თამაში სირცხვილია" - "ატლეტიკოს" ყოფილმა თავდამსხმელმა კრიშტიანო გააკრიტიკა

13 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge

„ატლეტიკოს“ ყოფილმა თავდამსხმელმა რადე ბოგდანოვიჩმა, მსოფლიოს ჩემპიონატზე 41 წლის რონალდოს მონაწილეობა RTS-თან ინტერვიუში გააკრიტიკა:   „ვფიქრობ, რონალდოს მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ფეხბურთის სირცხვილია. ის ძლივს დადის. სპონსორებმა და ფედერაციამ სახელის გამო გაქაჩეს.   მზად არ არის, მე მის ადგილზე შემრცხებოდა. ისე გამოიყურება, თითქოს პენსიონერთა ლიგიდან ჩამოვიდა. ადამიანმა უნდა იცოდეს, როდის წავიდეს და როდის დაემშვიდობოს.   კრიშტიანოს ყურება სამწუხაროა, ის ხომ უკვე 40 წელზე მეტისაა. მაქსიმალური პატივისცემის მიუხედავად - შვილიკო, შენ ვიღაც 20 წლის ბიჭის ადგილს იკავებ, რომელსაც ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა და ასპარეზობა შეეძლო. როდესაც ვხედავ, რომ რობერტო მარტინესს პორტუგალიის ნაკრებში ავტორიტეტი არ აქვს, მინდა ისინი ჯგუფური ეტაპიდან გამოვარდნენ“.თეგები:კრიშტიანო რონალდოპორტუგალიის ნაკრებირობერტო მარტინესირადე ბოგდანოვიჩი(5) / (8)

← მთავარი