რონალდო: მესიმ ყველა დანარჩენს აჯობა10:05/23-06-2026+-ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, რონალდომ არგენტინის ეროვნული გუნდის კაპიტნის, ლეო მესის მიღწევაზე გააკეთა კომენტარი, რომელიც 18 გატანილი გოლით მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
„ფეხბურთის ღმერთებისთვის ეს მიღწევა თავისთავად ყველაფერს აღნიშნავს. ყველა დანარჩენს აჯობა. თუ ვინმეა ღირსი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი იყოს, ეს სწორედ მესია.
38 წლისაა, ღმერთო ჩემო! 38 წლის ასაკში ფეხბურთელის კარიერა უკვე 4 წლის წინ მქონდა დასრულებული და 120 კილოგრამს ვიწონიდი“, - განუცხადა რონალდომ „ეკიპს“.თეგები:ლიონელ მესირონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმა(2) / (0)კომენტარები0კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა დაამატე კომენტარი თქვენი კომენტარი მიღებულიაასევე დაგაინტერესებთ