← მთავარი
სპორტი

ეპოქის დასასრული - 41 წლის რონალდომ მსოფლიო ჩემპიონატზე უკანასკნელი მატჩი გამართა: ფეხბურთელმა მოედანი თვალცრემლიანმა დატოვა (ფოტო/ვიდეო)

7 ივლისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
ეპოქის დასასრული - 41 წლის რონალდომ მსოფლიო ჩემპიონატზე უკანასკნელი მატჩი გამართა: ფეხბურთელმა მოედანი თვალცრემლიანმა დატოვა (ფოტო/ვიდეო)

პორტუგალიის ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს მერვედფინალური ეტაპიდან გამოეთიშა, სადაც მეზობელ ესპანეთთან მინიმალური ანგარიშით, 1-0 დამარცხდა. მატჩის ბედი დამატებით დროში მიკელ მერინოს მიერ გატანილმა გოლმა გადაწყვიტა.

საფინალო სასტვენის შემდეგ, 41 წლის რონალდუმ ემოციები ვერ შეიკავა და მოედანი ცრემლიანი თვალებით დატოვა.

ეს კრიშტიანუ რონალდუს 27-ე და ბოლო მატჩი იყო პორტუგალიის მაისურით.

ფეხბურთელი შეძახილებით და ტაშით გააცილეს, თუმცა ესპანეთთან მერვედფინალში განცდილ მარცხს კრიტიკის გარეშე არ ჩაუვლია.

მსოფლიოს ლეგენდა მეტოქე გუნდის 18 წლის შემტევმა ლამინ იამალმა ანუგეშა და საჯაროდ გადაეხვია.

აღსანიშნავია, რომ მატჩს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელის გადადგომა და ლეგენდარული ფორვარდის მისამართით უმწვავესი კრიტიკა მოჰყვა.

მატჩის დასრულებისთანავე პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მარტინესმა თანამდებობა დატოვა. წასვლის წინ მან მადლობა გადაუხადა რონალდუს და აღნიშნა, რომ მისი გამოცდილება და ფიზიკური მომზადება გუნდისთვის შეუცვლელი იყო.

“ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ მას იმისთვის, რაც ამ ჩემპიონატზე სცადა. ის ფეხბურთის ხატია და სამაგალითო ადამიანი, - განაცხადა მან.

მიუხედავად იმისა, რომ რონალდუ 5 ოქროს ბურთის, 5 ჩემპიონთა ლიგის თასის მფლობელია და კარიერაში რეკორდული 976 გოლი აქვს გატანილი, მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მისთვის მიუღწეველ ოცნებად დარჩა.

მან მსოფლიოს 6 ჩემპიონატზე მიიღო მონაწილეობა - საუკეთესო შედეგი მე-4 ადგილი 2006 წელს.

41 წლის კრიშტიანომ ტურნირის ისტორიაში 27 მატჩში 11 გოლი გაიტანა.

რონალდოს ანგარიშზე 2026 წლის მუნდიალზე 3 გოლია - 2 უზბეკეთთან და 1 პენალტით ხორვატიასთან.

კრიშტიანომ დაწყებული ევრო 2004-დან ეროვნულ გუნდთან ერთად 15 ტურნირზე მიიღო მონაწილეობა - ერთხელ ევროპირველობა, ორჯერ კი ერთა ლიგა მოიგო.

← მთავარი