"ეს ბევრჯერ მომხდარა, შემდეგ კი კრიტიკოსები გაუჩუმებია" - ოუენს რონალდოს იმედი აქვს
ვეტერანმა ფეხბურთელმა მაიკლ ოუენმა კრიშტიანო რონალდოს შესახებ ისაუბრა.
ინგლისელის თქმით, პორტუგალიელს კრიტიკოსები უამრავჯერ გაუჩუმებია და არაა გამორიცხული, რომ ეს ამ მუნდიალზეც მოახერხოს.
“რონალდოს გაკრიტიკებას არ ვაპირებ.
პორტუგალიამ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან საუკეთესო თამაში ვერ აჩვენა და კრიტიკის დიდი ნაწილი რონალდოსკენ იყო მიმართული, თითქოს ის გუნდის პრობლემაა.
მაგრამ განა ის ყოველთვის ასე არ თამაშობდა? ბოლო წლებში რონალდო არასდროს ყოფილა განსაკუთრებით აქტიური მთელი მატჩის განმავლობაში, ის უბრალოდ გადამწყვეტ მომენტებში ჩნდება ხოლმე. თუ ვერ გაიტანს, ძალიან ადვილია ყველაფერი მას დააბრალო. 41 წლის ასაკში კი ბუნებრივია, რომ მის მიმართ კითხვები ყოველთვის იარსებებს.
თუმცა ეს ბევრჯერ მომხდარა წარსულშიც, ყველა აკრიტიკებდა, შემდეგ მატჩში კი ყველას აჩუმებდა. საერთოდ არ გამიკვირდება, თუ უზბეკეთთან ჰეთ-თრიქს შეასრულებს - განაცხადა ოუენმა.
შეგახსენებთ, მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, პორტუგალიისა და უზბეკეთის მატჩი ხვალ, 23 ივნისს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.თეგები:კრიშტიანო რონალდოპორტუგალიის ნაკრებიმაიკლ ოუენი(0) / (0)