← მთავარი
სპორტი

"მოედანზე ბაბუასავით დაბაჯბაჯებდა" - რონალდო მაგრად გააკრიტიკეს

8 ივლისი, 2026 · წყარო: sportall.ge

ინგლისის ნაკრების ყოფილმა შემტევმა, კრის სატონმა, მუნდიალზე კრიშტიანო რონალდოს ასპარეზობა შეაფასა.

სატონის თქმით, პორტუგალიის ნაკრების წარუმატებლობაში მთავარი დამნაშავე რონალდო და მთავარი მწვრთნელი რობერტო მარტინესია.

“რონალდო მოედანზე ბაბუასავით დაბაჯბაჯებდა ამიტომაც გამოეთიშა მუნდიალს პორტუგალია. კრიშტიანო არაფერს აკეთებს, საერთოდ არაფერი გაუკეთებია.

რობერტო მარტინესი ამას როგორ უშვებდა? აუხსნელია, რომ ასეთ ფეხბურთელს ყველაფრის უფლება მისცე. პორტუგალია სწორედ რობერტო მარტინესის გამო გამოვარდა.

გუნდი ისე მართა, ეს უბრალოდ აღმაშფოთებელი იყო. მან ბელგიის ოქროს თაობის პოტენციალი გაანიავა, როცა რეალური წარმატების მიღწევის შანსი ჰქონდათ და საბოლოოდ მასხარებად აქცია. რაც შეეხება პორტუგალიას, მწვრთნელის მუშაობა უბრალოდ საცოდაობა იყო”, - განაცხადა სატონმა BBC Radio 5 Live-ის ეთერში.

შეგახსენებთ, პორტუგალია მუნდიალის პლეი-ოფში ესპანეთთან 0:1 დამარცხდა.

← მთავარი