← მთავარი
სპორტი

უმადურები და აღუზრდელები - რონალდოს დები ბობოქრობენ, ჯორჯინაც

22 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge
უმადურები და აღუზრდელები - რონალდოს დები ბობოქრობენ, ჯორჯინაც

კონგოსთან მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ფრედ დასრულებული მატჩის (1:1) შემდეგ, პორტუგალიის ნაკრების 41 წლის ვარსკვლავი რონალდო გააკრიტიკეს. კრიშტიანოს დები კატია და ელმა ავეირუები, აგრეთვე საცოლე ჯორჯინა როდრიგესი გამოექომაგა.

კატია: „როგორ გადაგავიწყდათ გადაცემების გაკეთება, ბრძოლების მოგება, კონტრშეტევების განხორციელება. მსოფლიოს ეს ჩემპიონატი უცნაურია, ძალიან უცნაური, მაგრამ წინ მივდივართ. წარუმატებელი სტარტიდან წარმატებულ ფინალამდე. სულ ბოლომდე. 

ზოგიერთმა შეტყობინებამ იმედგაცრუებული დამტოვა. ჩემი მოკრძალებული აზრით, კარგად ვერავინ ვერ ითამაშა. დღეს ბედნიერმა გავიღვიძე და სასტარტო შეხვედრაში ფრე ამ ბედნიერებას ვერ წამართმევს“.

ელმა: „პორტუგალიის გუნდის ფეხბურთელები თვით საკუთარ ოჯახებს არ სცემენ პატივს, აღარაფერს ვამბობს ადამიანზე, რომელსაც არავისთან არაფერი არ აქვს დასამტკიცებელი და რომელიც იქ ქვეყნის სიყვარულის გამოა. უმადურები და აღუზრდელები“.

ჯორჯინა: „კრიშტიანომ კარიერა უნდა დაასრულოს? ვაუ! ეს თაობა წესრიგშია!“

23 ივნისს, მეორე ტურში პორტუგალია უზბეკეთს დაუპირისპირდება და „რეკორდის“ ცნობით, რონალდო ისევ ძირითად შემადგენლობაში იქნება. ის ჟოაო ფელიქსთან ერთად შეუტევს, რომელიც „ალ ნასრში“ მისი თანაგუნდელია. ფელიქსს პირველ ტურში არ უთამაშია. 

თეგები:კრიშტიანო რონალდოპორტუგალიის ნაკრები(1) / (4)

← მთავარი