← მთავარი
საზოგადოება

გზებზე ნაგვის დაყრისთვის ჯარიმას საავტომობილო გზების დეპარტამენტი გამოწერს — 25-კაციანი სამსახური იქმნება

9 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge
გზებზე ნაგვის დაყრისთვის ჯარიმას საავტომობილო გზების დეპარტამენტი გამოწერს — 25-კაციანი სამსახური იქმნება

ნარჩენების მართვის კოდექსსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭება საგზაო ნარჩენების საქმეზე ოქმების შედგენისა და ჯარიმების დაკისრების უფლებამოსილება.

ახალი სამსახური 25 თანამშრომლით დაკომპლექტდება. ყოველთვიური სახელფასო ფონდი — 120 000 ლარი. საწვავის ხარჯი — 300 000 ლარი წელიწადში, მოვლა-შენახვა — 350 000 ლარი, აღჭურვილობა — 50 000 ლარი.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათი სამ ძირითად პირობას ასახელებს, რომლის დროსაც დეპარტამენტი ჩაერევა: სამართალდარღვევა ჩადენილია დეპარტამენტის მართვაში არსებულ გზაზე; სატრანსპორტო საშუალება გამოყენებულია (მაგ., ავტომობილიდან ნარჩენების გადაყრა); უფლებამოსილი პირი უშუალოდ ესწრება ფაქტს.

კანონი ამოქმედდება ძირითადი საკანონმდებლო პაკეტის გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს; ახალი სამსახური ამავე წელს შეიქმნება.

← მთავარი