← მთავარი
სპორტი

"ეს მატჩები არ გვჭირდება, რატომ ღელავთ ამ გუნდებზე?!" - რიოლო, რომელიც კვარაცხელიას აკრიტიკებდა, ახლა მუნდიალითაა უკმაყოფილო

23 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge

“ეს მატჩები არ გვჭირდება, რატომ ღელავთ ამ გუნდებზე?!” - რიოლო, რომელიც კვარაცხელიას აკრიტიკებდა, ახლა მუნდიალითაა უკმაყოფილოErnests Gulbis03:16/23-06-2026+-ფრანგმა ჟურნალისტმა დანიელ რიოლომ, რომელიც ხშირად მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებს აკრიტიკებს, მორიგი ხმამაღალი განცხადება გააკეთა. წარსულში ის ნეგატიურად ხვიჩა კვარაცხელიას მისამართითაც საუბრობდა და ამბობდა, რომ ქართველს ლიგა 1 საერთოდ არ აინტერესებდა. 

რიოლომ კომენტარი ამჯერად მიმდინარე მუნდიალზე გააკეთა და თქვა, რომ 48-გუნდიანი ფორმატი ძალიან ცუდია. 

“მსოფლიო ჩემპიონატზე რაც უფრო წინ მივდივართ, 48-გუნდიანი ფორმატი სულ უფრო გაუმართლებლად მიმაჩნია. ჯგუფები სუსტია, რეალური კონკურენცია არ არსებობს.

შეხედეთ, ჯგუფში ახალი ზელანდია, ეგვიპტე, ბელგია და ირანი არიან. მსოფლიო ჩემპიონატზე ვართ და არა საკვალიფიკაციო ეტაპზე. შვეიცარია, კატარი, ბოსნია და ჰერცეგოვინა და კანადა, ესეც იგივეა.

არ მესმის, რატომ ღელავთ ასე პატარა გუნდებზე, კარგად იცით, რომ ისინი ვერაფერს მიაღწევენ. ჩვენ არ გვჭირდება ეს მატჩები. მსოფლიო ჩემპიონატი საფრანგეთის თასი არ არის - ეს ელიტური ტურნირია. 

თუ რესტორანში მიხვალთ და 40 კერძით გამასპინძლდებიან, არ არის აუცილებელი ყველა შეჭამოთ. თუ ლოკოკინები არ გიყვართ, შეჭამთ? - მე არა”, - ციტირებს რიოლოს RMC Sport.თეგები:ხვიჩა კვარაცხელიადანიელ რიოლო(3) / (0)კომენტარები0კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა დაამატე კომენტარი თქვენი კომენტარი მიღებულიაასევე დაგაინტერესებთ

← მთავარი