← მთავარი
საზოგადოება

საუკუნის წყვილის უცნობი ისტორიები - "იმ დღეს თბილისში ხმა გავრცელდა, რეზო და მედეა სახლში არ მიიღეს და ახალდაქორწინებულები ტირილით მოდიოდნენ ქუჩაშიო"

13 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
საუკუნის წყვილის უცნობი ისტორიები -

რეზო თაბუკაშვილისა და მედეა ჯაფარიძის წყვილი ერთ-ერთი გამორჩეული ტანდემი გახლდათ ქართული კინოს, კულტურისა და ლიტერატურისთვის. მედეა ჯაფარიძე - ქართული სილამაზისა და მშვენიერების სიმბოლო. რეზო თაბუკაშვილი ქართული კულტურის დიდი მოამაგე, რეჟისორი, მკვლევარი, დრამატურგი და სცენარისტი გახლდათ. რეზო თაბუკაშვილმა ბრწყინვალედ თარგმნა შექსპირის სონეტები ქართულ ენაზე და ისინი მეუღლეს - მედეა ჯაფარიძეს მიუძღვნა, პრეზენტაციაზე, რეზოს მედეასთვის უთქვამს: “თუ შექსპირს, როგორც ლირიკოსს საქართველოში თავი არ მოეჭრა, შენი დამსახურებაა, რადგან ეს თარგმანები შენ გეძღვნება და შენი შთაგონებითაა დაწერილიო…” როგორც ჰყვებიან, მათი ქორწილი 4 საათზე ყოფილა დანიშნული, თუმცა, რეზოს აუჩემებია, არა, რაც შეიძლება ადრე უნდა მოვაწეროთ ხელი, ქალია მაინც და არ გადაიფიქროსო, 12 საათზე წყვილი, მეჯვარეებთან ერთად, ხელის მოსაწერად მისულა, რიტუალი მალე დამთავრებულა და გარეთ გამოსულებს შეუმჩნევიათ, რომ ჯერ კიდევ ადრეა 4 საათამდე და ქალბატონებს საპარიკმახეროში შეუვლიათ. იქიდან გამოსულებს გადაუწყვეტიათ კინოს საყურებლად შესულიყვნენ, კინოთეატრში თურმე უმძიმეს ფილმს აჩვენებდნენ ომის თემატიკაზე, ფილმის დასრულების შემდეგ წყვილი თურმე რუსთაველზე მოდის, არჩევს ფილმს და სულ ღაპაღუპით ჩამოსდით ცრემლები, თბილისში იმ დღეს ხმა გავრცელდა, რეზო და მედეა სახლში არ მიიღეს და საწყალი ახალდაქორწინებულები ტირილით მოდიოდნენ ქუჩაშიო.. მედეას პატარაობიდანვე მძიმე ცხოვრება ხვდა წილად. მამა დაუპატიმრეს, დედას ამის ნიადაგზე სულიერი აშლილობა დაეწყო. ზრდიდა ბიძა… მედიკოს სათუთი გული ბევრ ტკივილს იტანდა… ძალიან ადრე გათხოვდა, თუმცა სწავლა უზომოდ უნდოდა. მსახიობობაზე ოცნებობდა. შტატგარეშე მსახიობად დაიწყო მუშაობა “მარჯანიშვილის თეატრში”. ვაჟას “მოკვეთილში” მისცეს ერთი ეპიზოდური (გულსუნდას) როლი და უბედნიერესი იყო. მისი პირველი ქმარი გრიშა კოსტავა გახლდათ, მერაბ კოსტავას ბიძა. მოგვიანებით მედეა იხსენებდა: “ბევრს ახსოვს მერაბი, ვაჟკაცური, ღრმად ქართველი, მტკიცე ხასიათის, შეუპოვარი… სწორედ ასეთი იყო გრიშაც”. იგი ანტისაბჭოთა პროპაგანდისთვის დააპატიმრეს. კვლავ მძიმე დღეში ჩავარდა ლამაზი მედიკო. იმ პერიოდში მისი მთავარი მიზანი გრიშას შველა იყო. ახლობლები იხსენებდნენ: მედიკო სხვათა რჩევით მისთხოვდა ასაკით მასზე უფროს გრიშას, ეგონათ, პატრონს გაუჩენდნენ ბედისაგან დაჩაგრულს, მაგრამ პირიქით მოხდა - გრიშა დააპატიმრეს და იგი მედიკოს საზრუნავი გახდაო… მაშინ 20 წლის იყო. თეატრზე ოცნება დაივიწყა; ვინ აღარ შეაწუხა გრიშას გამო. მარგარიტა მუსხელიშვილმა (მეცნიერის დამ) წერილი გაატანა ადმირალ ისაკოვთან, რომ იმას “საქმე ჩაეწყო” ულრიხთან. ეს ულრიხი განაგებდა მაშინ პოლიტპატიმართა ბედ-იღბალს. ჩავიდა მედიკო მოსკოვში და ულრიხთან თავის რიგს 6 თვე ელოდა. ნათესავთან ცხოვრობდა და მოთმინებით ელოდა იმ დღეს, როცა სისხლისმსმელ კაცთან შევიდოდა და ქმრის შეწყალებას სთხოვდა. მედიკო განცვიფრებული დარჩა, როცა ულრიხი იხილა, - “ეს იყო თეთრწვერა ბაბუა, რომელსაც კეთილი თვალები ჰქონდა”, - იგონებდა მოგვიანებით. არადა, თავად მედიკო გახლდათ იმდენად კეთილი, რომ ყველა ადამიანში სიკეთის მარცვლებს ეძებდა…განაგრძეთ კითხვა წაიკითხეთ ასევე:

რეზო თაბუკაშვილის უკანასკნელი წერილი მედეა ჯაფარიძისადმი და გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე დაწერილი ლექსი - ლეგენდარული წყვილის ცხოვრების უცნობი ისტორიები

← მთავარი