← მთავარი
პოლიტიკა

„ნეტა თუ იციან, რამდენი კარგი რაღაც გამიკეთეს ამ დაჭერით” – რეზო კიკნაძე

17 ივნისი, 2026 · წყარო: newposts.ge
„ნეტა თუ იციან, რამდენი კარგი რაღაც გამიკეთეს ამ დაჭერით” – რეზო კიკნაძე

„ნეტა თუ იციან, რამდენი კარგი რაღაც გამიკეთეს ამ დაჭერით” – რეზო კიკნაძე 

        სოცმედია • 13:18

        
            
            
            
            
            
            
            

            
            

            
            
            
            
            
            
            
            
            
            
            
            
            
            
            

                        


    

    
    
    
    
    
        

        

        
        
    

    

    
    



        
        
    
    
    
        
    



    
        სინდისის პატიმარი, რეზო კიკნაძე წერილს აქვეყნებს: ამას წინათ სასეირნოდ ვიყავით ასულები, ე.წ. „პრაგულკაზე“. გვერდითა კაბინებიდან სხვა პატიმრების ხმები გვესმოდა. ვიღაც ამბობდა – მე 6 თვე მომისაჯეს და 2 წელი პირობითიო, ვიღაცამ -1 წელი და 4 წელი პირობითიო, ვიღაცას 9 თვე მისცეს და 3-წლიანი პირობითი. ყველა კმაყოფილი იყო სასამართლოსთან თანამშრომლობით. არადა, ზოგი ძარცვაზე იჯდა, ზოგი – წამალზე, ზოგი – ვიღაცის ცემაზე, ზოგი – იარაღის ტარებაზე, ოჯახურ ძალადობაზეც კი. თან, ეს მათი პირველი „სროკი“ არ იყო. ერთადერთი, ჩვენი საშველი არ არის მხოლოდ. რანაირად უნდა თქვას ვინმემ (თუნდაც ყველაზე უკანასკნელმა ქოცმა, რა ნამუსით, რომელიც ისედაც არ აქვთ), რომ პოლიტიკური არ არის ჩვენი დაჭერა?! როცა ცხოვრებაში პირველად მოვხვდით ციხეში, იქამდე ერთი კანონდარღვევაც კი არ გვქონია და ჩვენ მაინც არაფერი შეგვეხო. ჩვენ უფრო მეტად ვართ კრიმინალები, ვიდრე ისინი, ვისაც ესენი იწყალებენ და რამდენიმე კვირაში უკან ბრუნდებიან ახალი დანაშაულებებით?! არც მჭირდება მათი წყალობა, უბრალოდ, როგორი უსამართლო სამართალია, მაგას ვუსვამ ხაზს. ამათ სამართალი ის ჰგონიათ, თუ ვიღაც ფარისევლურად, ცარიელი სიტყვებით ვითომ მოინანიებს (თუნდაც მეოთხედ იყოს ნასამართლევი), თორემ თავად საქმეს ან პატიმრის დოსიეს კი არ უყურებენ.   P.S. ნეტა თუ იციან, რამდენი კარგი რაღაც გამიკეთეს ამ დაჭერით, რამდენი ახალი უნარი აღმომაჩენინეს ჩემს თავში. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე კარგი რამ, რაც ჩემს ცხოვრებაში მომხდარა, 2024 წლის 6 დეკემბრის დაჭერაა. ამ მტარვალებს ეგონათ, მღუპავდნენ – სინამდვილეში კი ახლიდან დამბადეს.“
        
    


    
    
    



    
        
        

    


    
    მასალის გამოყენების პირობები



    









    სხვა სიახლეები
    
                        
                 
                
                    
                          ვიდეო: „პოლიციელმა ახალგაზრდა ბიჭი რაღაც ოთახში გამოკეტა.... იძულებული გავხდი კამერა ჩამერთო. დამინახა თუ არა, ჰოი, საოცრებავ, შეიცვალა საერთოდ“ - ვიკა ბუკია
                        ვიკა ბუკია სოცქსელში ვიდეოს აქვეყნებს და წერს: მოაჯირზე გადახტომის გამო პოლიციელმა ახალგაზრდა ბიჭი რაღაც ოთახში გამოკეტა. ეს ბიჭი ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ მოდი აქ ვის ებლატავებიო. სხვა თანხმლები ბიჭებ...
                    

                    
                            სოცმედია
                         • 9:40
                
            
                        
                 
                
                    
                          „ვერანაირი არგუმენტი და ვერც ერთი გონიერი ადამიანი ვერ გაამართლებს ამ ბარბაროსულ, გამანადგურებელ თავდასხმას ისეთ წმინდა სალოცავზე, როგორიც კიევ-პეჩერის ლავრაა“ - მსოფლიო პატრიარქი
                        „მსოფლიო საპატრიარქო რუსეთის ფედერაციის მიერ კიევ-პეჩერის ისტორიულ ლავრაზე განხორციელებული მიუღებელი სარაკეტო თავდასხმის გამო ღრმა მწუხარებასა და იმედგაცრუებას გამოხატავს და კატეგორიულად გმობს მას, ის...
                    

                    
                            მსოფლიო
                         • 9:27
                
            
                        
                 
                
                    
                          “მზია ამაღლობელი კრიმინალია“ - აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ წევრი
                        “მზია ამაღლობელი კრიმინალია, დავარქვათ სახელი. ნუ სპეკულანტობთ, თითქოს იზღუდება თავისუფალი მედია. პოლიციის უფროსს ხელს რომ გაარტყამს ქალი, კრიმინალია” | თქვა აჭარის უმაღლეს საბჭოში ქართული ოცნების წევ...
                    

                    
                            პოლიტიკა
                         • 8:49
                
            
                        
                 
                
                    
                          „ეჰეეე, ჩამოუარა ჩემმა მზის სადარმა ამონის ძემ ქორივიიით“ - გიორგი ფოფხაძე რკინიგზის ყოფილ შეფზე
                        საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე:ეჰეეე, ჩამოუარა ჩემმა მზის სადარმა ამონის ძემ ქორივიიით? დაცხე მზეთამზეო მაგ ჩაფლამებს, არ მოქონდათ "კასაში ფარა" და მარტო თავიანთი ჯიბეებისთვი...
                    

                    
                            სოცმედია
                         • 8:34
                
            
                        
                 
                
                    
                          ილია თოფურიას ორივე თვალბუდის ძვლის მოტეხილობა აქვს, თუმცა ოპერაცია საჭირო არ იქნება - Eurosport-ის ესპანეთის ბიურო
                        ილია თოფურიას ორივე თვალბუდის ძვლის მოტეხილობა აქვს, თუმცა ოპერაცია საჭირო არ იქნება | ინფორმაციას Eurosport-ის ესპანეთის ბიურო ავრცელებს და წერს, რომ UFC-ის ქართველი მებრძოლი ვაშინგტონის საავადმყოფოდ...
                    

                    
                            სპორტი
                         • 8:27
                
            
                        
                 
                
                    
                          „ექსპერტიზით სანთებელაზე ელისაშვილის დნმ-ის კვალი არ დასტურდება“ - ადვოკატები
                        ალეკო ელისაშვილის პროცესზე დღეს 6 ექსპერტი გამოიკითხა, მათ შორის იყვნენ ისინიც, ვინც დაზარალებული მადნატურების მდგომარეობა შეისწავლეს და დაადგინეს, რომ მათ მხოლოდ მსუბუქი დაზიანება ჰქონდათ მიყენებული....
                    

                    
                            პოლიტიკა
                         • 8:05
                
            
                


მეტის ნახვა
← მთავარი