← მთავარი
სპორტი

პსჟ მეკარეს პორტუგალიურ გუნდში გაუშვებს

28 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge
პსჟ მეკარეს პორტუგალიურ გუნდში გაუშვებს

პსჟ-ს 20 წლის მეკარე რენატო მარინი (სიმაღლე 193 სმ) კარიერას პორტუგალიის „ნასიონალში“ გააგრძელებს, - იტყობინება „ეკიპი“.

მარინი პარიზულ გუნდში მესამე მეკარეა, ამიტომ სათამაშო პრაქტიკის მისაღებად იჯარით, ოღონდ გამოსყიდვის უფლების გარეშე გაუშვებენ „ნასიონალში“, რომელმაც გასული სეზონი ჩემპიონატზე მე-14 ადგილზე დაასრულა.

მარინი პსჟ-ში „რომადან“ 2025 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა, transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 1 მილიონი ევროა.

მარინი ბრზილიაშია დაბადებული, ოჯახთან ერთად საცხოვრებლად იტალიაში 2020 წელს გადავიდა, მოქალაქეობა შეიცვალა და იტალიის 19-წლამდე ნაკრებში 12 მატჩი ჩაატარა.

← მთავარი