← მთავარი
საზოგადოება

15 ქვეყანა, საიდანაც მაისში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა

18 ივნისი, 2026 · წყარო: tabula.ge
15 ქვეყანა, საიდანაც მაისში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 339.85 მილიონი აშშ დოლარი (911 მილიონი ლარი) შეადგინა, რაც 7.1%-ით (22.4 მილიონი აშშ დოლარი) მეტია 2025 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ყველაზე მეტი (ჯამური ჩარიცხვების 18.8%) ფულადი გზავნილი ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოვიდა  - 63.91 მილიონი დოლარი, რაც 8.05%-ით მეტია 2025 წლის მაისთან შედარებით. მეორე ადგილზეა იტალია (16.44%), საიდანაც გასულ თვეში 55.86 მილიონი დოლარი გადმოირიცხა - ეს წინა წელთან შედარებით 5.75%-იანი მატებაა.

მესამე ადგილზეა რუსეთი (14.31%) 48.62 მილიონი აშშ დოლარით, რაც 2025 წლის მაისთან შედარებით 11.36%-იანი მატებაა.

ქვეყნები, საიდანაც გასულ თვეს საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა: 

აშშ - $63.91 მილიონი. იტალია - $55.86 მილიონი.  რუსეთის ფედერაცია - $48.62 მილიონი.  გერმანია - $30.14 მილიონი. ისრაელი - $29.25 მილიონი. საბერძნეთი - $27.36 მილიონი. თურქეთი - $10.57 მილიონი. ესპანეთი - $8.76 მილიონი. ყაზახეთი - $6.94 მილიონი. საფრანგეთი - $6.25 მილიონი. ირლანდია - $5.41 მილიონი. გაერთიანებული სამეფო - $5.14 მილიონი. ყირგიზეთი - $4.78 მილიონი. პოლონეთი - $2.91 მილიონი აზერბაიჯანი - $2.76 მილიონი. სებ-ის ცნობითვე, 2026 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 37 მილიონი აშშ დოლარი (99.2 მილიონი ლარი) გადაიგზავნა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 5.1%-ით მეტია.

← მთავარი