← მთავარი
სპორტი

ყველა დროის რეკორდი - ვინ გაუტანს გოლს ესპანეთს?

7 ივლისი, 2026 · წყარო: sportall.ge
ყველა დროის რეკორდი - ვინ გაუტანს გოლს ესპანეთს?

ესპანეთის ნაკრებმა 2026 წლის მუნდიალის მერვედფინალში პორტუგალიას 1:0 სძლია, მეოთხედფინალში გავიდა და ყველა დროის რეკორდსმენი ნაკრებიც გახდა.

“ფურია როხა” მსოფლიო ჩემპიონატზე გოლს უკვე ზედიზედ 6 შეხვედრაა არ უშვებს, რაც ამ ტურნირის ეგიდით საუკეთესო მაჩვენებელია.

ესპანელების “მშრალი კარი” 2022 წლის მუნდიალის მერვედფინალიდან იწყება, სადაც მათ მაროკოსთან მერვედფინალში ბურთი არ გაუშვიათ, თუმცა პენალტების სერიაში დამარცხდნენ.

მიმდინარე მუნდიალზე ლუის დე ლა ფუენტეს გაწვრთნილებმა მეტოქეებს მიჯრით 5 მატჩში არ გაატანინეს.

შეხსენებისთვის, “ფურია როხა” 2010 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში პირველად გავიდა. მაშინ ესპანელებმა მუნდიალი მოიგეს. 10 ივლისს, კალიფორნიის შტატის ქალაქ ინგლვუდში, ისინი ბელგიას დაუპირისპირდებიან.

← მთავარი