სპორტი
The Athletic: „რეალი” ზაფხულში ვარსკვლავებს გაყიდის — ალაბა და რუდიგერი მიდიან”
ავტორიტეტული გამოცემა The Athletic-ის ცნობით, მადრიდის „რეალი” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაში ვალდებულია, გარკვეული ფეხბურთელები გაასხვისოს — ახალი შეძენების დასაფინანსებლად.
სეზონის დასრულებისთანავე კლუბს, თავისუფალი აგენტის სტატუსით, ტოვებენ დავიდ ალაბა და ანტონიო რუდიგერი. გარდა ამისა, განიხილება დანი სებალიოსისა და გონსალო გარსიას გაყიდვა. კაპიტნის, დანი კარვახალის მომავალი კი ამ ეტაპზე გაურკვეველია.
ფლორენტინო პერესს გუნდის ფუნდამენტური განახლება გადაწყვეტილი ჰგონია — განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც „ბარსელონამ” ლა ლიგის ტიტული 3 ტურით ადრე მოიგო.