„რეალმა” კვარაცხელიაზე შიდა სამუშაო დაიწყო — TEAMtalk The Telegraph-ის ცნობას არ ადასტურებს
გავლენიანი ბრიტანული სპორტული გამოცემა TEAMtalk იუწყება, რომ „რეალ მადრიდს” PSG-ის ქართველ შემტევ ხვიჩა კვარაცხელიაზე ოფიციალური წინადადების გაკეთება სურს — და ამ ტრანსფერის განსახორციელებლად კლუბის შიგნით სამუშაო უკვე დაიწყო.
TEAMtalk-ის ცნობა The Telegraph-ს ეწინააღმდეგება: ბრიტანული გამოცემა ამტკიცებდა, რომ ფლორენტინო პერესის ანონსირებული „150-მილიონიანი ვარსკვლავი” „ბაიერნის” 24 წლის ფრანგი ვარსკვლავი მაიკლ ოლისეა, და არა კვარაცხელია.
TEAMtalk განმარტავს, რომ „რეალში” კარგად ესმით — ეს გარიგება ურთულეს გამოწვევას წარმოადგენს. თუმცა კლუბი შესაძლებლობებს ოპტიმიზმით უყურებს, ვინაიდან, მათი ცნობით, „ბლანკოსში” თამაში კვარაცხელიას ოცნებაა.
რამდენიმე დღით ადრე პერესმა განაცხადა, რომ კვირაობით, 7 ივნისს, „რეალის” საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, სამშაბათს კლუბი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელზე 150-მილიონიან წინადადებას გააკეთებს. TEAMtalk-ის ვერსიით, ეს ვარსკვლავი სწორედ კვარაცხელიაა.