ბარძაყის ტრავმის გამო რაფინია მიმდინარე მუნდიალზე ბრაზილიის ნაკრებს ვეღარ დაეხმარება, ამის შესახებ ინფორმაციას ესპანელი ჟურნალისტი ხავი ერნანდეს ნავარო ავრცელებს.
“ბარსელონას” შემტევმა ტრავმა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, ჰაიტის ნაკრების წინააღმდეგ მიიღო და იგი კარლო ანჩელოტიმ მე-40 წუთზე იძულებით შეცვალა.
“სელესაოში” დაადასტურეს, რომ რაფინია მომდევნო რამდენიმე ტურს გამოტოვებს, მაგრამ ტრავმის სიმძიმესთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გავრცელებულა.
მუნდიალის ჯგუფური ეტაპის ბოლო, მესამე ტურში ბრაზილიის ნაკრები შოტლანდიას შეხვდება, აღნიშნული მატჩი 25 ივნისს გაიმართება.თეგები:ბრაზილიის ნაკრებირაფინია(0) / (1)