სპორტი
"რაფინია ფინანსურად ძალიან ცუდ დღეშია და არაბეთში წასვლის იმედი აქვს" - ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ვამპეტამ რაფინიას შესახებ უცნაური განცხადება გააკეთა.
მისი თქმით, “ბარსელონას” ვარსკვლავი ფინანსურად რთულ სიტუაციაშია და ამის გამო “ალ ჰილალში” გადასვლაზე ოცნებობს.
“რაფინია ძალიან ცუდ დღეშია. მას სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს და “ალ ჰილალში” ტრანსფერზე ოცნებობს. ის და მისი ოჯახი სერიოზულ ფინანსურ სირთულეებს შეეჯახნენ. იმედი აქვს, რომ “ალ ჰილალში” ტრანსფერი ყველაფერს შეცვლის”, - ვამპეტას სიტყვებს Planeta do Futebol-ი ციტირებს.
შეგახსენებთ, რაფინიამ რამდენიმე დღის წინ მუნდიალის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ბარძაყის ტრავმა მიიღო და მოედანი იძულების წესით, მე-40 წუთზე დატოვა. ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა შემტევი დარჩენილ მატჩებში “სელესაოს” დახმარებას.თეგები:რაფინია(0) / (0)