← მთავარი
სპორტი

ოფიციალურად - რამუში პსჟ-დან "მილანში" გადავიდა

1 ივლისი, 2026 · წყარო: sportall.ge
ოფიციალურად - რამუში პსჟ-დან

25 წლის თავდამსხმელი გონსალო რამუში „მილანის“ ფეხბურთელი გახდა.

 

„მილანმა“ რამუში კლუბისთვის სარეკორდო სატრანსფერო თანხად, ბონუსებიანად 75 მილიონ ევროდ შეიძინა და კონტრაქტი 2031 წლის 30 ივნისამდე გაუფორმა. წინა სატრანსფერო რეკორდი ლეაოს „ლილისგან“ 49.5 მილიონად ყიდვა იყო.

 

რამუშის დამატებით პირადად გახლდათ დაინტერესებული გუნდის ახალი მწვრთნელი რუბენ ამორიმი. 

 

პორტუგალიელი „პარი სენ ჟერმენში“ 2024 წელს „ბენფიკადან“ გადავიდა, გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 45 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 30 მილიონია.

თეგები:

მილანი

პსჟ

გონსალო რამუში

გაზიარება:

(0) /

(0)

← მთავარი