← მთავარი
სპორტი

რამუში, ონომა და მონტეირუ თბილისის "დინამოდან" წავიდნენ | Lelo.Ge

9 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
რამუში, ონომა და მონტეირუ თბილისის

თბილისის “დინამო” დატოვეს პორტუგალიელებმა - შემტევმა როდრიგო რამუშმა და “ვინგერმა” რუი მონტეირუმ, ასევე, ინგლისელმა ნახევარმცველმა, ჯოშუა ონომამ.

ეს უკანასკნელი ინგლისის ყველა ასაკობრივი (მათ შორის ახალგაზრდული) ნაკრების ფეხბურთელი გახლდათ, ვისაც სხვადასხვა დროს “ტოტენჰემში”, “ასტონ ვილაში”, “ფულჰემსა” და სხვა ინგლისურ კლუბებში უთამაშია. ის კარგი კარიერით კი იწონებდა თავს, მაგრამ ვერ მოახერხა ოპტიმალურ ფორმაში შესვლა.

რაც შეეხება 23 წლის მონტეირუს, ეს უკანასკნელი “პორტუს” საფეხბურთო აკადემიის აღზრდილია და “დინამოს” პორტუგალიური გრანდის მეორე გუნდიდან შეუერთდა.

ასევე, ლუქსემბურგულ “მონდორფთან” კონფერენსლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებში თბილისურ კლუბს ტრავმის გამო ვერ დაეხმარება გამოცდილი ცენტრალური ნახევარმცველი გიორგი ხარაიშვილი.

← მთავარი