← მთავარი
სპორტი

რამოსი, ინიესტა, მაკგრეგორი და სხვები - ლეგენდარულმა სპორტსმენებმა ილია თოფურია გაამხნევეს

16 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge
რამოსი, ინიესტა, მაკგრეგორი და სხვები - ლეგენდარულმა სპორტსმენებმა ილია თოფურია გაამხნევეს

რამოსი, ინიესტა, მაკგრეგორი და სხვები - ლეგენდარულმა სპორტსმენებმა ილია თოფურია გაამხნევესRuss06:12/16-06-2026+-ილია თოფურიას ჯასტინ გეიჯისთან განცდილი მარცხის შემდეგ, სპორტულ სამყაროში ემოციები ორად გაიყო.    იყო კომენტარები, როგორიცაა უფრო მეტად დამცინავი, გარკვეულწილად შეურაცხმყოფელი და ირონიული, მეორე მხარეს კი ლეგენდები დადგნენ, ადამიანები, რომლებსაც მსგავსი მარცხი კარიერაში უგემიათ და “ელ-მატადორი” გაამხნევეს.    დემეტრიუს ჯონსონის თქმით:   “ყველა დიდი სპორტსმენი მარცხდება. ჯორჯ-სენტ-პიერმა წააგო, მეც წამიგია, ნოკაუტშიც ვყოფილვარ. ჯონსმაც წააგო… ყველა დიდებულს წაუგია. ჩვენ ყველას განგვიცდია მარცხი და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ილია თოფურია ვერ შეძლებს დაბრუნებას და კიდევ უფრო მეტის მიღწევას”.   ჩარლზ ოლივეირა:   “არის დღეები, როცა ყველაფერი ცუდად ხდება. შენ უფრო ძლიერი დაბრუნდები, როგორც ნამდვილ ჩემპიონს შეეფერება. დიდი პატივისცემა ჩემგან”.     სერხიო რამოსი:    “ძმაო, ვინც შენს მარცხს ზეიმობს, არ იციან, რა ელით წინ. საცოდავები. გზას, რომელსაც შემართებით გადიხარ, აქვს მოსახვევები, მაგრამ მიზანი უცვლელი რჩება. შეეგუე, ადექი და განაგრძე გზა. ჩვენ დავბრუნდებით და დავბრუნდებით ისე, როგორც დიდებულებს შეეფერებათ. მიყვარხარ”.    ანდრეს ინიესტა:   “ყოველთვის შენთან ვარ, ჩემპიონო!”.   ხამზატ ჩიმაევი:   “ისინი, ვისაც სხვების მარცხი უხარიათ, ამ სპორტში ვერასდროს იხილავენ დიდებულებას”.    და ბოლოს, კონორ მაკგრეგორი, რომელმაც ილიას მხარის დასაცავად ტერენს კროუფორდს გასცა ღირსეული პასუხი. მოგეხსენებათ, ტერენსი კრივის ლეგენდაა და თოფურიას მასთან დიდ სცენაზე პაექრობა სურდა.    კროუფორდი - “ეს ბიჭი ამბობდა, რომ გამთიშავდა? მე და შაკურ სტივენსონი ერთად რომ უნდა ვეცემეთ?”    მაკგრეგორი - “რა ჯანდაბას ლაპარაკობ? ჭიდაობა იცი, მაგრამ MMA-ში ბრძოლის გეშინია. ეს ბიჭი დამარცხდა იქ, სად შესვლისაც შენ გეშინია”. თეგები:ანდრეს ინიესტასერხიო რამოსიკონორ მაკგრეგორიილია თოფურია(0) / (0)კომენტარები0კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა დაამატე კომენტარი თქვენი კომენტარი მიღებულიაასევე დაგაინტერესებთ

← მთავარი