პოლიტიკა
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათი ცნობით, შს მინისტრი სულხან თამაზაშვილი, პირველ მოადგილე რონი მესხთან ერთად, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტს ეწვია, სადაც სამუშაო თათბირი გამართა და თანამშრომლებს ახალი დირექტორი, პოლიციის პოლკოვნიკი რამაზ თათარაშვილი წარუდგინა. რამაზ თათარაშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე სერგი ბზიშვილი შეცვალა, რომელიც საქმიანობას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს უფროსის პოზიციაზე გააგრძელებს. რამაზ თათარაშვილი ამ დრომდე იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა. მას შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, — წერს შსს.