← მთავარი
სპორტი

საქართველოს U20 ნაკრები ფიჯის წინააღმდეგ გავა — სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერია

20 მაისი, 2026 · წყარო: lelo.ge
საქართველოს U20 ნაკრები ფიჯის წინააღმდეგ გავა — სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერია

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიის პირველი მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა გამოაცხადა. ნაკრები მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის ემზადება.

პირველ მატჩში ბორჯღალოსნები ფიჯის ეთამაშებიან — დღეს, კეიპ თაუნში, სიტი პარკზე, თბილისის დროით 15:00 საათზე. სერიაში ასევე მონაწილეობს მასპინძელი სამხრეთ აფრიკა და ჩილე.

23-კაციან განაცხადში 5 ლეგიონერია, მათგან ოთხი პირველხაზელი. შერკინების ბურჯები აჩი ნოზაძე და ლევან ეზიეშვილი ძირითადში იწყებენ, გიორგი აღნიაშვილი და გაბრიელ რაზმაძე — სათადარიგოში. დამწყებთა შორის მეორეხაზელი ნიკა ჩხორთოლიაა.

განაცხადში 23 მოთამაშიდან ექვსმა შარშანდელ ჩემპიონატზე უკვე ითამაშა: აჩი ნოზაძე, დავით არჩვაძე, ნიკა ჩხორთოლია, გიორგი არძენაძე, თემურ ძოძუაშვილი და დათა ახვლედიანი.

ფიჯელ თანატოლებთან საქართველოს U20-ს სამი შეხვედრა ჰქონდა — სამივეში გაიმარჯვა: 2015 წელს 30:13, 2019 წელს 12:8 და 2024 წელს 40:36.

საქართველო — ფიჯი: შემადგენლობა

  1. დათა არობელიძე, 14. ლუკა ტაბატაძე, 13. დათა ახვლედიანი, 12. ლეონიდე სალდაძე, 11. ავთანდილ ზვიადაძე, 10. მათე მახარაძე, 9. თემურ ძოძუაშვილი; 1. აჩი ნოზაძე, 2. დავით არჩვაძე, 3. ლევან ეზიეშვილი, 4. გიორგი მეფარიშვილი, 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია, 6. გიორგი არძენაძე, 7. ლუკა ნარსია (კაპ.), 8. გიორგი ზაზაძე. სათადარიგო: გიორგი აღნიაშვილი, დაჩი ჭელიძე, გაბრიელ რაზმაძე, თორნიკე ტორაძე, პაატა ჩაკვეტაძე, გოგა უშვერიძე, დემეტრე დევდარიანი, ნიკა ხალვაში.

სერიის განრიგი

26 მაისი: ჩილე — საქართველო (15:00); სამხრეთ აფრიკა — ფიჯი (17:00)

30 მაისი: სამხრეთ აფრიკა — საქართველო (16:30); ფიჯი — ჩილე (18:30)

← მთავარი