[რაგბი. მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი] არჩევანი გაკეთებულია
[რაგბი. მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი] არჩევანი გაკეთებულია27 ივნისს თბილისსა და ქუთაისში მორაგბეთა მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი იწყება. საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა, ამ ტურნირისთვის 30-კაციანი რაზმი დაასახელა. ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, რომელზეც საქართველო 2016 წლის შემდეგ ზედიზედ მერვედ თამაშობს. ჩვენს გუნდში 17 მორკინალი და 13 უკანახაზელია. განვლილი ჩემპიონატებიდან „უმცროსი ბორჯღალოსნების“ საუკეთესო შედეგი მე-8 ადგილია (2023 წელს), სამ-სამჯერ კი, მე-9 და მე-10 ადგილები დავიკავეთ. სატურნირო შემადგენლობაში მყოფი 30 მოთამაშიდან 12 ლეგიონერია და ისინი ფრანგული ტოპ 14-ისა და პრო დე 2-ის კლუბებში თამაშობენ. საქართველო U20 შერკინება: გიორგი ტურაშვილი (კასტრი), ნიკოლოზ ბალანჩივაძე (ორიაკი), ლუკა იასეშვილი (ხარები), დავით არჩვაძე (ლელო), ანრი შველიძე (ბრივი), გიორგი აღნიაშვილი (კარკასონი), ლევან ეზიეშვილი (მონტობანი), საბა ნოზაძე (ნევერი), გაბრიელ რაზმაძე (ორიაკი), ნიკოლოზ ჩხორთოლია (მონპელიე), ანდრია ბილანიშვილი (ლელო), დავით ბარამია (ტულონი), ლუკა ნარსია (აია), გიორგი ზაზაძე (ხარები), გიორგი არძენაძე (კოლხი რაინდები), ირაკლი ყოლბაია (ლელო), მიხეილ შიოშვილი (ტულონი) უკანა ხაზი: გიორგი ხონელიძე (ტულონი), დაჩი წიკლაური (ხვამლი), თემურ ძოძუაშვილი (აია), მათე მახარაძე (ხვამლი), ლეონიდე სალდაძე (ლოკომოტივი), დავით ბარბაქაძე (ლიონი), დემეტრე დევდარიანი (ლელო), დათა ახვლედიანი (ლელო), ავთანდილ ზვიადაძე (აია), ლუკა ტაბატაძე (არმია), საბა ნატროშვილი (არმია), ნიკოლოზ ხალვაში (ლელო), დათა არობელიძე (არმია) 27 ივნისი საქართველო U20 - უელსი U20 2 ივლისი საქართველო U20 - სამხრეთ აფრიკა U20 7 ივლისი საქართველო U20 - ურუგვაი U20მასალის გამოყენების პირობებიტეგები:რაგბი. მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატიმკითხველის კომენტარები / 0 /გააკეთე კომენტარი