რაგბი U20: ჩილესთან მატჩის წინ საქართველოს ნაკრებში რვა ცვლილება
საქართველოს 20-წლამდელა ნაკრები მსოფლიო U20 ჩემპიონატის ფარგლებში ჩილეს ახალგაზრდულ ნაკრებს შეხვდება. ჩილემ პირველ შეხვედრაში მასპინძელ სამხრეთ აფრიკასთან სარეკორდო 0:97-ით დამარცხდა.
სამწვრთნელო შტაბმა სასტარტო შემადგენლობაში 8 ცვლილება განახორციელა. ფიჯისთან მატჩში ნახვამ მოთამაშეებიდან ახლა ძირითადი XV-ში ასრულებენ: გარემარბი საბა ნატროშვილი, ცხრა ნომერი დავით წიკლაური, შერკინების ბურჯი ლუკა იასეშვილი, შერკინების კვაჭი ნიკოლოზ ღარიბაშვილი, მესამეხაზელი ირაკლი ყოლბაია; სათადარიგოდან ასევე ძირითადში გადავიდნენ ფულბეკი ნიკა ხალვაში, შუამარბი დემეტრე დევდარიანი და მეორეხაზელი თორნიკე ტორაძე.
სასტარტო შემადგენლობა:
- ნიკა ხალვაში, 14. ავთანდილ ზვიადაძე, 13. ლეონიდე სალდაძე, 12. დემეტრე დევდარიანი, 11. საბა ნატროშვილი, 10. მათე მახარაძე, 9. დავით წიკლაური; 1. ლუკა იასეშვილი, 2. ნიკოლოზ ღარიბაშვილი, 3. ლევან ეზიეშვილი, 4. თორნიკე ტორაძე, 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია, 6. გიორგი ზაზაძე, 7. ლუკა ნარსია (კაპ.), 8. ირაკლი ყოლბაია.
სათადარიგოები: 16. გიორგი აღნიაშვილი, 17. დაჩი ჭელიძე, 18. გაბრიელ რაზმაძე, 19. გიორგი მეფარიშვილი, 20. გიორგი არძენაძე, 21. გოგა უშვერიძე, 22. დათა ახვლედიანი, 23. დათა არობელიძე.