ქართულ ფრანჩაიზ „შავ ლომს“, რომელმაც ახლახან სამხრეთაფრიკული ტურნე დაასრულა, მატება აქვს. საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის “გრენობლი” ორმა ქართველმა, შუამარბმა გიორგი კვესელაძემ და შერკინების ბურჯმა გიორგი მამაიაშვილმა დატოვა. ორივე კარიერას ახალი სეზონიდან “შავ ლომში”განაგრძობს. შეგახსენებთ, რომ “გრენობლმა” მეორე დივიზიონის რეგულარულ გათამაშებაში 62 ქულა დააგროვა და მე-8 ადგილი დაიკავა. კიდევ ერთი ქართველი, რომელიც საფრანგეთიდან “შავ ლომს” შეუერთდება შერკინების ბურჯი ვახტანგ ჯინჭარაძეა. ის განვლილ სეზონში საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მოასპარეზე “მონტობანის” ღირსებას იცავდა. “მონტობანი” ბოლო ადგილზე გავიდა და მეორე დივიზიონში დაქვეითდა.