← მთავარი
სპორტი

[რაგბი. ტრანსფერი] "შავი ლომი" ახალი სეზონისთვის ძლიერდება | Lelo.Ge

9 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
[რაგბი. ტრანსფერი]

ამაანი ვერკო-აოიონი და მაიკლ ქარი

ქართული ფრანჩაიზი „შავი ლომი“ ახალი სეზონისთის შემადგენლობას აძლიერებს. გუნდში სატრანფერო სეზონზე 12 ახალწვეული იქნება. აქედან ორი წარმოშობით სამოელი ახალზელანდიელია. ორივე მეორე-მესამე ხაზის მოთამაშეები არიან. ესენია: მაიკლ ქარი, რომელსაც სამოას ეროვნული ნაკრების კვართით 8 თამაში აქვს ჩატარებული. ახალ ზელანდიაში, ოკლენდში დაბადებული კარი ფიზიკურად ძლიერი და მრავალმხრივი ფორვარდია, რომელიც გამოირჩევა შრომისმოყვარეობით, აგრესიული დაცვითა და აუტში საიმედო თამაშით. სამოას ნაკრებში მისი დებიუტი 2022 წელს შედგა, საკლუბო დონეზე კი ახალი ზელანდიის “ტასმანის”, ამერიკული “კოლორადო რეპტორსის” და იაპონური “ტოიოტა შოკის” რიგებში თამაშობდა. 2022 წლიდან ის სამშობლოში დაბრუნდა, “მოანა პასიფიკს” შეუერთდა, რომლის შემადგენლობაში Super Rugby Pacific-ის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო. სამოური წარმოშობისა ახალ ზელანდიელი ამაანი ვერკო-აოიონი. 25 წლის მორაგბე თანამემამულეს მსგავსად მეორე-მესამე ხაზში თამაშობს. მან თამაში “ტარანაკი ბულზში” დაიწყო და როგორც პერსპექტიული მოთამაშე, მიწვეული იყო “ჩიფსის’ 20-წლამდელთა გუნდში, სადაც პირველ გუნდთან ერთადაც ვარჯიშობდა, მაგრამ სუპერ რაგბიში თამაშმა არ მოუწია. “შავი ლომს” ახალ სეზონში დაემატებიან ქართველი მორაგეები: ბურჯი გიგა კობახიძე (ბათუმი), კვაჭი შოთა ხელაძე (არესი), მესამეხაზელი ოთარ გიორგაძე (აია) და გარემარბი რომა მახათძე (ბათუმი), მგეზავი დავით იმნაძე (წიქარა), ბურჯი გიორგი ქიმუცაძე (აია), მესამეხაზელი ლუკა ნარსია (აია), ცხრა ნომერი თემურ ძოძუაშვილი (აია). საფრანგეთიდან სამშობლოში ბრუნდება ბურჯი გიორგი მამაიაშვილი (გრენობლი) და მეორხაზელი დავით არველაძე (რენი).

← მთავარი