[VIDEO] ჩრდილოკავკასიელი მებრძოლები პოლიციის კორდონის გარღვევას და ქართველ მებრძოლებთან დაპირისპირებას შეეცადნენ - ინციდენტი RAF-ის პრესკონფერენციაზე
ხვალ, 11 ივლისს, თბილისში RAF-ის (თავისუფალი სტილით ჭიდაობა) ღონისძიება უნდა გაიმართოს, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს არაერთი ცნობილი სპორტსმენი სტუმრობს.
შეჯიბრების წინა დღეს ტრადიციულად პრესკონფერენცია გაიმართა, საიდანაც ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, დაპირისპირება.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მერაბ დვალიშვილი და ერთ-ერთი დაღესტნელი სტუმარი დაუპირისპირდნენ.
როგორც სხვადასხვა სპორტული გამოცემები წერენ, დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო რაც მერაბის მიერ უმარ ნურმაგომედოვთან დაკავშირებით ნათქვამი რეპლიკა ერთ-ერთ სტუმარს არ მოეწონა და გააპროტესტა.
რიგი კავკასიელი მებრძოლები ცდილობდნენ დაცვის და პოლიციის კორდონის გარღვევას და იმ ოთახში შესვლას სადაც ქართველი მებრძოლები იმყოფებოდნენ კადრებში ჩანს არმან ცარუკიანიც.
ვიდეო: პრაიმ ტაიმი